"ვანოს დროინდელი პატრული მომენატრა!" - მამუკა გამყრელიძე ყველაზე წარმატებული პროექტის დეგრადაციაზე

"ვანოს დროინდელი პატრული მომენატრა!" - მამუკა გამყრელიძე ყველაზე წარმატებული პროექტის დეგრადაციაზე

დიპლომატი და გადაცემა "ვის უნდა 20 000"-ის ყოფილი წამყვანი მამუკა გამყრელიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პატრულის თანამშრომლებს აკრიტიკებს.

"ახლა ვიცი ზოგიერთები გამლანძღავენ და ზოგნი მომაწყევლიან კიდევაც. მაინც უნდა ვთქვა ! ვანოსდროინდელი პატრული მომენატრა !!!

ახალგაზრდა, კარგად აღზრდილი, ზრდილობიანი, ნავარჯიშები და კარგი ქართულით მეტყველი ადამიანები, რომლებიც ძალიან სწრაფად რეაგირებდნენ დარღვევებზეც და დასახმარებლადაც მზად იყვნენ. ერთი-ორჯერ ღვედის გაკეთება დამავიწყდა და დამაჯარიმეს. ერთი-ორჯერაც ტელეფონზე ვსაუბრობდი და იმიტომ. ჰოდა ყველა ჯერზე იქით მოვუხადე ბოდიში რადგან თავი მართლა დამნაშავედ ვიგრძენი. ცხენოსანი პოლიციელებიც კი გვყავდა, ახალგაზრდა გოგონები... ახლა სადაა ეს ყველაფერი ? ღიპიანი, ყველაფრის მიმართ ინდეფერენტული ფორმიანი არსებები გამოჩნდნენ პატრულის რიგებში. ყველაზე ცუდს როგორ ვიტყვი ? და არც ვანოს დროს ყოფილა ყველაფერი იდეალურად, მაგრამ სწორედ ეს "ყველაფერია" შედარებითი და ახლა ვხედავ, რომ ამ ყველაზე წარმატებული პროექტის დეგრადაცია დაიწყო. მიზანმიმართულ პროვოცირებას ვუწევ, ცხვირწინ უღვედოდ და ტელეფონით ხელში ვუტრიალებ და გვერდითაც ვუდგები პატრულის მანქანებს. შენც არ მომიკვდე. ნოლი რეაქცია. ჩხუბზეც აღარ რეაგირებენ. თავად ვიხილე. სროლა ვაკეში თითქმის ყოველდღე ისმის. თუ მსხვერპლი არაა არც ამაზე რეაგირებენ. შპრიცები და გაურკევეველი აბების ცარიელი კოლოფებიც უხვადაა მიმოფანტული. არ მომწონს ასეთი "თავისუფალი სუნთქვა" და რა ვუყო ? ვისაც მოგწონთ შეგარგოთ ღმერთმა !

ჰოდა მე კი ვანოს დროინდელი პატრული მომენატრა!", - წერს გამყრელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ: "თქვენა ხალხო, ხომ არ გაჟუილებთ ? სად გგონიათ თავი?" - მამუკა გამყრელიძე ჯაფარიძე-ნადირაშვილის სკანდალზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს