რისთვის ემზადება ეკლესია და მრევლი - მამა ანთიმოზი ანაკლიაში "კაზანტიპის" წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე

რისთვის ემზადება ეკლესია და მრევლი - მამა ანთიმოზი ანაკლიაში "კაზანტიპის" წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე

სასულიერო პირების ორგანიზებით 14 აგვისტოს ანაკლიაში "კაზანტიპის" საწინააღმდეგო აქცია გაიმართება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" არქიმანდრიტმა მამა ანთიმოზმა განუცხადა.

მისი თქმით, აქცია მშვიდობიანი იქნება და მის ჩასატარებლად ეკლესია და მრევლი უკვე ემზადება.

"14 აგვისტოს ანაკლიაში დაგეგმილია დიდი აქცია. ხალხმა არ იცის "კაზანტიპი რას ნიშნავს. მეც უბრალო გართობა მეგონა და სერიოზულად ჩავიხედე, სერიოზულად წავიკითხე კონსტიტუცია, ვნახე კადრები და გავვოცდი. ეს არის აბსოლუტურად ყველაფრის თავისუფლება, ნარკოტიკის, სექსის, პორნოგრაფიის თავისუფლება. თავიანთი კონსტიტუცია და წესები აქვთ, თავიანთი პრეზიდენტი ჰყავთ, რომელიც იძახის, რომ ჯადოქარი ვარო. ეს არის მსხვერპლშეწირვა. ამბობენ, რომ ნარკოტიკი და სექსი არ იქნებაო. ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის ეშმაკზე მსხვერპლშეწირვა", - აღნიშნა მამაომ.

არქიმანდრიტ ანთიმოზის შეფასებით, რაც მოხდა 17 მაისს და რაც ხდება კაზანტიპზე, ეს არის თავსმოხვეული იდეოლოგია საქართველოს მიმართ.

ანაკლიაში "კაზანტიპის" ღონისძიება 20-დან 30 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია