პატიმარი, რომელიც ექიმებმა სიკვიდლს გადაარჩინეს, მარგველაშვილმა შეიწყალა

პატიმარი, რომელიც ექიმებმა სიკვიდლს გადაარჩინეს, მარგველაშვილმა შეიწყალა

პატიმარი, რომელიც პენიტენციური ჯანდაცვის ექიმებმა ანევრიზმის გასკდომის შემდეგ სიკვდილს გადაარჩინეს, პრეზიდენტმა შეიწყალა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, მან სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა.

ზ.გ.-მ 8 ივლისს გონება დაკარგა, რაზეც დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინეს პენიტენციური ჯანდაცვის ექიმებმა, რომლებმაც ეჭვი თავის ტვინის მწვავე ორგანულ დაზიანებაზე მიიტანეს.

განხორციელდა პატიმრის დროული დიაგნოსტირება და რეფერალი ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, რის შემდეგაც, მას ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

ზ.გ. 9 დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. კომატოზური მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ პაციენტი სასჯელაღსრულების ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელიც 7-დღიანი, პოსტოპერაციული მკურნალობის დასრულების შემდეგ დატოვა და სასჯელაღსრულების დაწესებულებას დაუბრუნდა.

მსჯავრდებული მკურნალობის შემდეგ ხანგრძლივ რეაბილიტაციას საჭიროებდა, რაც შეწყალების კომისიამ გაითვალისწინა და 4 აგვისტოს მსჯავრდებული საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა