ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალები ჰოლივუდში

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალები ჰოლივუდში

ჟურნალმა "ფორბსმა" ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალების სია გამოაქვეყნა. რეიტინგის სათავეში სანდრა ბალოკი მოხვდა, რომლის შემოსავალმა 2013 წლის ივნისიდან 2014 წლის ივნისამდე 51 მილიონ დოლარს მიაღწია. ბალოკს პირველ ადგილზე მოხვედრაში ფილმი ”გრავიტაცია” დაეხმარა, რომელიც 2013 წლის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ფილმი იყო და 7 ”ოსკარი” მოიპოვა.

 

მეორე ადგილზე 23 წლის ჯენიფერ ლოურენსი მოხვდა. პოპულარულმა ფრენჩაიზებმა - ”იქს ადამიანები” და ”შიმშილის თამაშები”, მას 35 მილიონი დოლარი მოუტანეს. ლოურენსი აგრეთვე 100 ყველაზე გავლენიანი ადმიანის სიაში მეთორმეტე ადგილს იკავებს.

მესამე ადგილზე ჯენიფერ ენისტონია, რომლის შემოსავალმაც 31 მილიონ დოლარს მიაღწია. ენისტონი ბოლო წლებში ძირითადად დაბალბიუჯეტიან ფილმებში თამაშობდა, მაგრამ მას კვლავ უხდიან სერიალ ”მეგობრების” ძველი სერიების ყოველ ეკრანზე გასვლისას ჰონორარს და პლუს სარეკლამო შემოსავალი.

მას მოსდევს გვინეტ პელტროუ, რომელიც რკინის კაცის სასიყვარულო ობიექტის როლს განასახიერებს ”რკინის კაცში”. (სხვათა შორის, რკინის კაცის როლის შემსრულებელი რობერტ დაუნი-უმცროსი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი მამაკაცების რეიტინგში პირველ ადგილზეა). ფილმები და სარეკლამო კონტრაქტები "მაქს ფაქტორთან" და "ჰუგო ბოსთან" პელტროუს 19 მილიონიან შემოსავალს აძლევს.

მეხუთე ადგილი ანჯელინა ჯოლიმ და კამერონ დიასმა გაიყვეს. მსახიობებმა 18-18 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს. მათ მოყვება სკარლეტ იოჰანსონი 17 მილიონით, ემი ადამსი და ნატალი პორტმანი 13-13 მილიონით და კრისტენ სტუარტი 12 მილიონი დოლარით.

ამის მიუხედავად, ქალები მაინც ნაკლებ ფულს შოულობენ ჰოლივუდში, ვიდრე მამაკაცები. ათივე მაღალანაზღაურებადმა ქალმა მსახიობმა ჯამში 226 მილიონი დოლარი დააგროვეს, ხოლო მამაკაცების სიაში მოხვედრილთა ანაზღაურების ჯამი 419 მილიონი დოლარია.

მომზადებულია forbes.com-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება