"ჩემი შვილი იმიტომ მოკლეს, რომ "ოცნება" სკამებისთვის იბრძოდა" - რაფალიანცების სკანდალური პოლიტიკური განცხადება

"ჩემი შვილი იმიტომ მოკლეს, რომ "ოცნება" სკამებისთვის იბრძოდა" - რაფალიანცების სკანდალური პოლიტიკური განცხადება

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა ღამით მოკლული 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრებმა შს მინისტრთან ალექსანდრე ჭიკაიძესთან შეხვედრის მოთხოვნით შსს-თან აქცია გამართეს, თუმცა მინისტრი მათ არ შეხვდა.

"ჩემი შვილი იმიტომ მოკლეს, რომ "ქართული ოცნება" სკამებისთვის იბრძოდა. წელიწადნახევარზე მეტი გავიდა და საქმე გამოუძიებელია", - განაცხადა ბარბარე რაფალიანცის მამამ პავლე რაფალიანცმა.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ბავშვის ბებიამ თინა მექერიშვილმა განუცხადა, საქმის გამოძიებას საჯაროდ მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს.

"მარტო გიორგი ღვინიაშვილი აკეთებს ხოლმე განცხადებებს და საქმის გამოძიებას ითხოვს. მას აბრალებდა მანანა ბერიკაშვილი ბავშვის მკვლელობას. "ქართული ოცნებიდან" არავის ვახსოვართ. დასხდნენ თანამდებობებზე და ეს საქმე აღარ ახსოვთ. გამომძიებლები პასუხსაც აღარ გვცემენ. საპრეზიდენტო და თვითმმართველობის არჩევნებამდე, წინასაარჩევნოდაც გვინდოდა ამ საქმეზე გამოძიების გაჭიანურებასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთება, მაგრამ საშუალებას არ გვაძლევდნენ. სახლში მოდიოდნენ და გვაშინებდნენ. ეს წელიწადნახევარი იცით როგორ შიშში ვცხოვრობთ? ბავშვებს მარტო ვერ ვტოვებთ. თავი ბალიშზე აღარ გვიდევს", - აღნიშნა თინა მექერიშვილმა.

მისივე თქმით, შს სამინისტროთან მათ ჯერ უთხრეს, რომ მინისტრი თბილისში არ იმყოფებოდა, შემდეგ კი უთხრეს, რომ საქართველოში არ იყო და შეხვედრა ვერ შედგებოდა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ