სააკაშვილი: ვიღაცამ მოკლა 8 თვის ბავშვი და ამის შემდეგ აირჩიეს რუსი ოლიგარქი

სააკაშვილი: ვიღაცამ მოკლა 8 თვის ბავშვი და ამის შემდეგ აირჩიეს რუსი ოლიგარქი

აუცილებლად წამიყენებენ კიდევ 35 ბრალს, რომ შთაბეჭდილება მოახდინონ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა სამართლებრივ სივრცეს დიდი ხანია აცდა. "არაფერი კავშირი სამართალთან და მით უმეტეს სამართლიანობას ამ ვითომ სამართლებრივ პროცესებს რა თქმა უნდა არ აქვს. როგორც არ ჰქონდა კავშირი იანუკოვიჩის დაწყებულ პროცესებს არაფერი სამართლიანობასთან. მე მაინც ვამაყობ იმით, რომ ამდენი ჩხრიკეს, ამდენი ქექეს, ბენზინის 1 ლარი, ბარკლების წილი, ბოლოს კაბინეტში როგორ ვიყიდე სკამები, ჩემი რამდენიმე თანამშრომელი დაკითხვაზე ჰყავდათ. ბოლოს ერთადერთი, რაც ამოქექეს, არის ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენება, რომელიც ჩვენ დავითხოვეთ კორუფციისთვის და ცრუპენტელობისთვის. ნინო ბურჯანაძის ჩვენება. ზუსტად ასე უნდა გამოართვან ჩვენება ჩახალიანს, იმასაც ბევრი რამ აქვს სათქმელი. შკრილნიკოვმა ალბათ დატოვა ქვეყანა, თორემ ისიც მოუყვებოდა რაღაცეებს. გევორქიანმაც ალბათ დატოვა, თორემ ისიც იტყოდა რამეს. სერიოზულად როგორ შეიძლება ამაზე მსჯელობა?! მე მგონი საქართველოში ყველა ყველაფერს ხვდება და მსოფლიოში ხომ ყველა დიდი ხანია ყველაფერს ხვდება. ფაქტია, რომ დაგვცინიან. გადახედეთ მსოფლიოს. ყველა გაგიჟდა და მარტო ივანიშვილია საღ ჭკუაზე?! აუცილებლად წამიყენებენ კიდევ 35 ბრალს, რომ შთაბეჭდილება მოახდინონ, მაგრამ რომ ვერ ახდენს ივანიშვილი შთაბეჭდილებას ვერავიზე, ეგ როგორ ხდება?! პირიქით, რაც უფრო მეტს აკეთებს, მით უფრო მეტს ეცინება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტის თქმით, პუტინის არჩევნების წინ სახლები ფეთქდებოდა რუსეთში და ბევრი ამბობს, რომ არჩევნებზე ამას ჰქონდა შედეგი. "ვიღაცამ მოკლა 8 თვის ბავშვი და ამის შემდეგ აირჩიეს რუსი ოლიგარქი. მე დასკვნები არ გამომაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი რაღაც მიუთითებს რუსულ სტილს. ახლა ჩვენი მეგობრების ლანძღვა ერთმნიშვნელოვნად ჰგავს რუსულ ხელწერას და საქართვლო არ არის რუსეთი, ქართველები არ ვართ რუსები და არც არასდროს ვიქნებით, ეს ყველაფერი იმუშავებს ცოტა ხანი. რაც უფრო ისტერიკაში არიან, მით უფრო მეტ გაუგებრობას გამოიწვევს. საბოლოო ჯამში დარჩება, როგორც სამარცხვინო ფურცელი, მაგრამ ერთი ფურცელი ჩვენი ისტორიისა. საქართველო გააგრძელებს არსებობას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის კომენტარს "რუსთავი 2" ავრცელებს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა