ნანა ნებიერიძე: "მომწონს ჯანმრთელი, ლამაზი სხეული"

ნანა ნებიერიძე: "მომწონს ჯანმრთელი, ლამაზი სხეული"

ცურვა არის სპორტის სახეობა, რომელსაც უარყოფითი მხარე არ აქვს. სასარგებლოა არა მარტო სხეულის განვითარებისათვის, არამედ ჯანმრთელობისთვის, იმუნიტეტისთვის და რაც ადრე მივიყვანთ ბავშვს სპორტის ამ სახეობაზე, უკეთესია. ეს ბევრმა მშობელმა იცის და ამიტომაა, რომ ცურვაზე ბავშვის ტარება მოდურიც კი გახდა, რაც კარგი ტენდენციაა. ამ საკითზე სასუბროდ, რჩევებისა და გამოცდილების გასაზიარებლად, ცნობილ მოცურავეს, ჩემპიონს და ცნობილ სახეს ნანა ნებიერიძეს დავუკავშირდით.

- დაახლოებით რა ასაკიდან ჯობია ბავშვის ცურვაზე მიყვანა?

- ეს ინდივიდუალურია. არიან რთული ბავშვები, მაგრამ ასევე არსებობენ ბავშვები, რომლებიც მალე ითვისებენ ყველაფერს. ნებისმიერ შემთხვევაში ჯობია, ბავშვი შეჩვეული იყოს წყალთან კონტაქტს, წყლის შიში სწორედ ბავშვობიდან მოდის, ამიტომ რაც ადრე მიიყვანთ ბავშვს სპორტის ამ სახეობაზე, უკეთესია. ჩემი აზრით, 3 წლიდან ბავშვის ცურვაზე მიყვანა ძალიან კარგია. ამ პერიოდში სკოლაში არ დადის, დატვირთული არაა და ეს გასართობია მისთვის. ცურვა კარგია ჯანმრთელობისთვის, იმუნიტეტისთვის. მე ძალიან სუსტი ბავშვი ვიყავი, სამი წლის რომ გავხდი, ორმხრივი ფილტვების ანთება დამემართა. როგორც კი დავიწყე სპორტზე - წყალში ხტომაზე სიარული და წყალთან დავამყარე კონტაქტი, გამომიმუშავდა ისეთი იმუნიტეტი, რომ დღემდე გაციება სერიოზულ ფაზაში არ გადამდის, უბრალოდ ვცივდები, ესაა და ეს, თორემ გართულებები არ მოჰყვება. ცურვა ძალიან სასარგებლო, საჭირო და აუცილებელია.

- პრობლემური ბავშვები როგორ მივაჩვიოთ წყალთან ურთიერთობას?

- მშობელმა ბავშვი უნდა მიიყვანოს ცურვაზე და დანარჩენი დამოკიდებულია მწვრთნელზე, მან უნდა შეაყვაროს ეს სპორტი თავისი სწორი მიდგომით.

- თქვენს შვილს თავად ასწავლეთ ცურვა?

- კი, თუმცა ორი წელი ლაგუნა ვერეზე დადიოდა.

- ხშირად ამბობენ, მოცურავეებს მამაკაცური მკლავები და მხრები უვითარდებათო...

- ხშირად მესმის, ქალები ამბობენ, ცხოვრებაში არ გვივარჯიშია და ასეთი ლამაზები ვართო, მაგრამ ამას ვერ ვხვდები. პირადად მე, დღემდე ვვარჯიშობ, ვცურავ და ვცხოვრობ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ბავშვობიდან, მთელი ცხოვრება ვვარჯიშობ და მომწონს ჯანმრთელი, ლამაზი სხეული. რაც შეეხება მკლავებსა და მხრებს, როგორც მძლეოსანს უნდა ჰქონდეს ძლიერი ფეხები, ასევე მოცურავეს უნდა ჰქონდეს ძლიერი მკლავი.

- გარდა ლამაზი სხეულისა და იმუნიტეტისა, კიდევ რა დადებითი აქვს ცურვას?

- როდესაც მიდიხართ სადმე დასასვენებლად, ხტებით ლამაზად აუზში, ეს ხომ კიდევ უფრო გმატებთ თავდაჯერებულობას? ეს უმნიშვნელოვანესი მომენტია, განსაკუთრებით გოგონებისთვის. არ არის აუცილებელი, ოლიმპიური ჩემპიონი იყო, ყველაფერს უნდა ფლობდე ცოტათი, მაგრამ კარგად.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება