სარგსიანი: სომხეთს შეუძლია აზერბაიჯანის სარაკეტო დარტყმას უპასუხოს

სარგსიანი: სომხეთს შეუძლია აზერბაიჯანის სარაკეტო დარტყმას უპასუხოს

სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ სომხეთს შეუძლია აზერბაიჯანის სარაკეტო დარტყმას უპასუხოს, - ამის შესახებ"გაზეტა.რუ" წერს.

"ომის განახლების შემთხვევაში, აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ მოაღწიონ ერევნის საზღვრამდე, მაგრამ ასეთი ქმედებები არასდროს რჩება დაუსჯელი", - განაცხადა სარგსიანმა სომხურ ტელეარხ "არმნიუსთან"ინტერვიუში.

მხარეების სამხედრო შესაძლებლობებზე საუბრისას, სომხეთის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ "აზერბაიჯანის ხელისუფლება კარგად არის გათვითცნობიერებული სომხური მხარის შესაძლებლობებში".

"სომხეთს აქვს ბალისტიკური რაკეტები, რომელთა მოქმედების რადიუსი 300 კმ-ს აჭარბებს და მათ შეუძლიათ მოკლე ვადებში ნებისმიერი დასახლებული პუნქტი ნანგრევებად აქციონ. ეს არჩევნის საკითხია. თუკი მათ გადაწყვიტეს, რომ შეუძლიათ და უნდა წავიდნენ სამხედრო მოქმედებების გზით, რომ შეუძლიათ სამიზნედ გამოიყენონ სომხეთის არასასაზღვრო დასახლებული პუნქტები, დაე იფიქრონ თავიანთ პასუხისმგებლობაზე", - განაცხადა სარგსიანმა.

როგორც ცნობილია, სოჭში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შუამავლობით, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შეფასებისას სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეხვედრის შედეგად, ახალ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში კონფლიქტის ზონაში, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ირღვევა, რასაც ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა.

შეგახსენებთ, ყარაბახის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის მოსახლეობამ, რომელთა უმრავლესობას ეთნიკური სომხები წარმოადგენენ, აზერბაიჯანიდან გასვლის შესახებ განაცხადა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კი მხარეებმა 1994 წელს დადეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა