აპირებდა თუ არა ეროსი კიწმარიშვილი რაფალიანცის საქმის გამჟღავნებას? - ახალაიას ადვოკატი გაუხმაურებელ შეხვედრაზე საუბრობს

აპირებდა თუ არა ეროსი კიწმარიშვილი რაფალიანცის საქმის გამჟღავნებას? - ახალაიას ადვოკატი გაუხმაურებელ შეხვედრაზე საუბრობს

ბაჩო ახალაიას ადვოკატი რომეო საჯაია აცხადებს, რომ ეროსი კიწმარიშვილი ბარბარე რაფალიანცის საქმესთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას აპირებდა.

როგორც Ambebi.ge-ს საჯაიამ განუცხადა, შეხვედრას, სადაც ბარბარე რაფალიანცის საქმე დაიგეგმა, ესწრებოდნენ პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი და ეროსი კიწმარიშვილი.

"ჩვენი ინფორმაციით, ნაცვლიშვილი და კიწმარიშვილი იყვნენ წინააღმდეგი რაფალიანცის საქმის განხორციელების. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს მაინცდამაინც უკავშირდება ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას, მაგრამ არის ძალიან ცუდი ნიშნები - ისე უცებ, პროფესიონალურად არის შესრულებული მკვლელობა, რომ ოჯახსაც კი უჭირს რეალური ვერსიის დადგენა. შესაძლებელია, ეროსი კიწმარიშვილი აპირებდა ამის თქმას და ეს იქნებოდა ძალიან დამაზიანებელი, გამოიწვევდა ხელისუფლების მოშლას, ამ მთავრობის გადაგდებას. არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს ერთ-ერთი მიზეზი ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების", - განაცხადა საჯაიამ.

მისივე თქმით, "ციხის კადრების ეთერში გასვლამ საზოგადოების შოკი და აღშფოთება გამოიწვია, რაც "ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამდა წყალს. ამის შემდეგ გადაწყდა ტრაგედიებით და პიარით რაღაც ლეგენდის ვერსიის შეთხზვა, რომელიც დააზარალებდა "ნაციონალურ მოძრაობას".

"ეს არჩევნებზე იქონიებდა გავლენას, რასაც უნდა გამოეწვია ხალხის აგრესია "ნაციონალების" მიმართ. ერთ-ერთი გეგმა იყო რაფალიანცის ბავშვის გადამალვა. ის რომ ბავშვი მოკლულია, ფაქტია, საქმე კი არ არის გახსნილი, იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" ინტერესებია. თავის დროზე გავრცელდა კულტურის მინისტრის მოადგილის, მანანა ბერიკაშვილის განცხადება, რომ ბავშვი მოკლეს. იქ იყო ალასანიაც. ეს ოჯახი გამოიყენეს ისე, როგორც უნდოდათ, ტრაგედია შექმნეს. არც "ქართული ოცნება" და არც ერთი პარტია არ ღირს ბავშვის სიკვდილად", - განაცხადა საჯაიამ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ