დაარღვია თუ არა კანონი პროკურატურამ ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებით

დაარღვია თუ არა კანონი პროკურატურამ ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებით

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

მთავარი პროკურატურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია სათაურით: "მთავარმა პროკურატურამ მ. სააკაშვილი და თ. ჯანაშია სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტზე ბრალდებულად სცნო", სადაც "კოსმეტიკური პროცედურებისთვის" მიმაგრებულ pdf საქაღალდეში დევს 2010 წლის 24 მარტს, გერმანიაში შეძენილი ორი წამლის - Pollstimo-ის და Alna Ocas-ის ქვითარი. შემძენი არის ვინმე გიორგი ქობულაშვილი. ქვითრის მიხედვით, ორივე წამლის შეძენა აფთიაქ "Obere Apotheke"-ში მოხდა და მთლიანობაში ქობულაშვილმა აფთიაქში 159.07 ევრო დახარჯა.

„გურია ნიუსის“ მიერ მოძიებული ინფორმაციით, Pollstimol არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზის, ანუ პროსტატის ადენომის სამკურნალოდ. ALNA ocas კი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ტამსულოზინს, რომელიც შედის ნარკოტიკების ჯგუფში და იგი უზრუნველყოფს შარდის უფრო ადვილად გამოდინებას.

pdf საქაღალდეში, ასევე, დევს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის შვილის, ედუარდ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ, რითიც დგინდება რომ, იგი 2010 წლის 5 იანვარს იმყოფებოდა გერმანიაში, კერძოდ კი ბერლინის ერთ-ერთ ოტოლარინგოლოგიულ კლინიკაში, პროფესორ ბერგჰაუზთან, სადაც გარკვეული სამედიცინო გამოკვლევები ჩაიტარა და დაუდგინდა შესაბამისი დიაგნოზი. აქ პირდაპირ მითითებულია, რომ გადამხდელი მიხეილ სააკაშვილია, პაციენტი კი - ედუარდ სააკაშვილი.

დაარღვია თუ არა მთავარმა პროკურატურამ კანონი, ედურდ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის, წამლების დასახელების და შემძენის სახელი და გვარის გამოქვეყნებით? - ამ კითხვით "გურია ნიუსმა" მთავარ პროკურატურას მიმართა.

"როგორც ამიხსნეს, ეს არის უმნიშვნელო ხარჯი. არსად წერია, რომ ეს წამალი მიხეილ სააკაშვილისთვის არის შეძენილი. საუბარია ხარჯებზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის და სხვა პირებისთვის დაიხარჯა. ამ ქვითარზე კონკრეტულად არ ჩანს, ვისთვის არის დახარჯული. ეს თვალსაჩინოებისთვის არის წარმოდგენილი, რომ ასეთ იაფფასიან წამლებსაც კი სახელმწიფო თანხით ყიდულობდნენ", - აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთების სამსახურის ხელმძღვანელი ნათია სუხიტაშვილი.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ