აშშ-ში პაციენტს დაუსვეს დიაგნოზი: "ქრონიკული ჰომოსექსუალიზმი"

აშშ-ში პაციენტს დაუსვეს დიაგნოზი: "ქრონიკული ჰომოსექსუალიზმი"

ლოს-ანჯელესის კლინიკის ექიმებმა 46 წლის პაციენტს, მეთიუ მურს "ქრონიკული ჰომოსექსუალიზმის" დიაგნოზი დაუსვეს. მეთიუმ, რომელიც თავის არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას არ მალავს, მოითხოვა მედიკოსებს შესაბამისი ჩანაწერი ამოეღოთ ავადმყოფის ისტორიიდან. ადმინისტრაციამ მამაკაცის მოთხოვნა შეასრულა, მაგრამ მურმა მათ სასამართლოში მაინც უჩივლა. 

მამაკაცმა კლინიკას ჯერ კიდევ 2013 წლის აპრილში მიმართა. მას B-12 ვიტამინის დეფიციტი, მაღალი არტერიული წნევა და სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე ჰქონდა. მკურნალმა ექიმმა ელეინ ჯონსმა ავადმყოფის ისტორიის გრაფაში - "ქრონიკული",  ჩაწერა "ჰომოსექსუალური ქცევა".

მოგვიანებით, მეთიუს მოთხოვნით ეს ჩანაწერი ისტორიიდან ამოიღეს. მედპერსონალმა ოფიციალური ბოდიშიც მოიხადა და აღნიშნა, რომ ჰომოსექსუალიზმს დაავადებად არ მიიჩნევენ.

მამაკაცმა სასამართლოს კომპენსაციის მოთხოვნით და დაწესებულების დაჯარიმების მოთხოვნით მიმართა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს