ბარბარე რაფალიანცის მშობლები მანანა ბერიკაშვილისგან განმარტებას ითხოვენ

ბარბარე რაფალიანცის მშობლები მანანა ბერიკაშვილისგან განმარტებას ითხოვენ

გარდაცვლილი 10 თვის ბარბარე რაფალიანცის მშობლები კულტურის მინისტრის ამჟამინდელი მოადგილის, მანანა ბერიკაშვილისგან, მკვლელობის ღამეს მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო განმარტებას ითხოვენ.

"მანანა ბერიკაშვილმა უნდა განმარტოს, რა ინფორმაცია აქვს, რაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მკვლელი გიორგი ღვინიაშვილი იყო", - აღნიშნეს მოკლული ბავშვის მშობლებმა.

ბარბარე რაფალიანცი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა ღამეს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. ქვევრს ზემოდან ქვა ჰქონდა დაფარებული.

შემთხვევის ღამეს მანანა ბერიკაშვილმა, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნებიდან" გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო, ასეთი განცხადება გააკეთა:

"მე მინდა გავაკეთო ერთი განცხადება. მე ველაპარაკები მთელს საქართველოს, დოი, ჭოლა. მე ველაპარაკები ჩემს თეატრს, ყველა ჩემს მეგობარს. სირცხვილია ხალხო, ნუ გააპრავებთ ამ საძაგლებს. 9 თვის ბავშვი მოკლეს, გესმით თქვენ. საქართველო გაიღვიძე, ნუ დადგებით ამ მხეცების გვერდით. დააკავეთ გიორგი ღვინიაშვილი, მკვლელი, რომელმაც ბევრი მოკლა ამ ქვეყანაზე და ეს უნდა იყოს უკანასკნელი. ჩემო მეგობრებო, გაახილეთ თვალი და ნუ გეშინიათ. შიში უფრო დიდი საშინელებაა. თქვენც მოგიკაკუნებთ კარებზე სულ ყველას, თუ ეხლა ხმას არ ამოიღებთ".

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა