დარიალის ხეობაში დაკარგული ორი ადამიანის პოვნა ჯერ ვერ ხერხდება - უახლესი მონაცემები სტიქიის ზონიდან

დარიალის ხეობაში დაკარგული ორი ადამიანის პოვნა ჯერ ვერ ხერხდება - უახლესი მონაცემები სტიქიის ზონიდან

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველებმა დარიალის ხეობაში, სტიქიის ზონაში არსებული გვირაბის ზედა მხარე უკვე შეისწავლეს, თუმცა იქ დაკარგულად მიჩნეული ორი პირი არ აღმოჩნდა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა ზვიად ქაწაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მაშველები გვირაბის ქვედა მხარესთან მისვლას ამ ეტაპზე ვერ ახერხებენ, ვინაიდან დატბორილია.

"გვირაბი არ ჩანს, ქვედა მხარე მთლიანად წყლით არის დატბორილი და ახლა მიმდინარეობს სამუშაოები, რომ მოხდეს წყლის ამოტუმბვა, რათა მაშველები იქ შევიდნენ. რაც შეეხება ზედა მხარეს, მაშველებმა ის უკვე შეისწავლეს და დაკარგულები იქ არ აღმოჩნდნენ", - განაცხადა ზვიად ქაწაშვილმა.

ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე არსებულ მდგომარეობაზე ფოტომასალას ავრცელებს. ფოტოებით ირკვევა, რომ დატბორილია საბაჟო-გამშვები პუნქტის ტერიტორია და შენობა-ნაგებობები.

ფოტომასალა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე დამონტაჟებული ვიდეოკამერებით არის გადაღებული. ფოტოებზე ჩანს, რომ წყლით არის დატბორილი შენობები, გამშვები პუნქტი, სამუშაო ოთახები, მიმდებარე ტერიტორია. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საბაჟოს ტერიტორიიდან თანამშრომლები უსაფრთხო ზონაში, ლარსის სამონასტრო კომპლექსში არიან გადაყვანილი.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით კი, დიდია ალბათობა, რომ დაზიანებულია ტექნიკა და სამუშო ინვენტარი. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო საბაჟო გამშვებ პუნქტ "ლარსზე" მუშაობა შეჩერებულია.

დარილიას ხეობაში მეწყერი 20 აგვისტოს, ღამით ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკარგული ორი ადამიანი, რომელთაგანც ერტი საქართველოს, ერთი კი, თურქეთის მოქალაქეა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია