2014 წლის MTV-ს ვიდეო დაჯილდოების გამარჯვებულები

2014 წლის MTV-ს ვიდეო დაჯილდოების გამარჯვებულები

24 აგვისტოს ლოს-ანჯელესში პრესტიჟული MTV-ს Video music awards გაიმართა. ”მთვარის ადამიანების” ფორმის პატარა ქანდაკებებს არტისტებს საუკეთესო ვიდეო კლიპებისთვის გადასცემდნენ.

 

მთავარი ჯილდო - ოქროს კოსმონავტი - ბიონსეს გადაეცა. პრემია მომღერალს საკუთარმა მეუღლემ, რეპერმა ჯეი ზიმ გადასცა, რომელსაც ხელში მათი ორი წლის გოგონა, ბლუ აივი ეჭირა.

”მაიკლ ჯექსონის სახელობის სპეციალური პრემია საუკეთესო შემსრულებელს, ბიონსეს გადაეცემა!” - ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე განაცხადა ჯეი ზიმ, რაზეც მომღერალმა, რომელიც ცრემლებს ძლივს იკავებდა, უპასუხა: ”ძალიან ბედნიერი ვარ! მადლობა. სიტყვები არ მყოფნის, ღმერთს მადლობას ვუხდი ამ მომენტისთვის”.

არანაკლებ მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღო ეპატაჟურმა მაილი საირუსმა. მომღერალმა გაიმაჯვა ნომინაციაში - ”წლის საუკეთესო კლიპი” სიმღერისთვის Wrecking ball. სცენაზე ასულმა მაილიმ განაცხადა: ”ამ ჯილდოს ყველა იმ ადამიანს ვუძღვნი, ვინც ლოს ანჯელესში უსახლკაროდ ცხოვრობს. ეს ქალაქი გართობის მექაა, მაგრამ სწორედ აქ ცხოვრობს ყველაზე მეტი უსახლკარო მთელს ამერიკაში. თქვენ ყველას შეგიძლიათ ამის შეცვლა! ოცნება, რომელსაც მარტო ოცნებობ, ოცნებადვე დარჩება, ხოლო თუ ყველანი ერთად ვიოცნებებთ, ის რეალობად იქცევა!” - განაცხადა სცენაზე საირუსმა.

გამარჯვებულების სია კი ასე გამოიყურება:

”წლის ვიდეო” - მაილი საირუსი Wrecking ball

”საუკეთესო ჰიპ ჰოპ ვიდეო” - დრეიკი და მეჯიდ ჯორდანი Hold on

”კაცი შემსრულებლი საუკეთესო ვიდეო” - ედ შირენი და ფარელ უილიამსი Sing

”ქალი შემსრულებლის საუკეთესო ვიდეო” - კეიტი პერი და ჯუსი ჯეი Dark horse

”საუკეთესო პოპ ვიდეო” - არიანა გრანდე და იგი აზალია Problem

”აუცილებლად უნდა ნახოთ” Fifth harmony – Miss movin’ on

“საუკეთესო კოლაბორაცია” - ბიონსე და ჯეი ზი Drunk in love

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება