10 დაუჯერებელი ფაქტი კითხვის შესახებ

10 დაუჯერებელი ფაქტი კითხვის შესახებ

ერთი შეხედვით წიგნის კითხვაში უჩვეულო არაფერია. თუმცა ზოგჯერ ეს პროცესი არაორდინალურ მასშტაბებს იღებს. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს კითხვის პროცესის შესახებ, რომლებიც ცნობილმა ადამიანებმა გამოავლინეს.

1. სტალინი დღეში 400 გვერდს კითხულობდა და ამას თავის შესაძლებლობების გათვალისწინებით, მინიმალურს ეძახდა.

2. თომას ედისონი ერთდროულად 2-3 სტრიქონს კითხულობდა.

3. თვალი სწრაფი კითხვისას უფრო ნაკლებად იღლება, ვიდრე ნელი კითხვისას.

4. ადამიანების 95% საკმაოდ ნელა კითხულობს - 180-220 სიტყვას წუთში (ანუ 1 გვერდს 1,5 - 2 წუთში)

5. სწრაფი კითხვისას წაკითხულის გააზრების დონე 80%-ია, ნელი კითხვისას კი მხოლოდ 60%.

6. ერთი საათის განმავლობაში მკითხველის თვალები 57 წუთის განმავლობაში ტექსტზეა

დაფიქსირებული, ანუ მშვიდ მდგომარეობაში იმყოფება.

7. ბალზაკმა ნახევარ საათში 200-გვერდიანი რომანი წაიკითხა.

8. ასოების ხედვისას მკითხველის თვალი ტვინს სულ სხვადასხვა გამოსახულებას გადასცემს. ტვინი კი მათ ერთ ერთ მთლიანობად გარდაქმნის.

9. ვინმე ე. გაონს სიტყვასიტყვით ახსოვდა წაკითხული 2500 წიგნი

10. ნაპოლეონის კითხვის სიჩქარე წუთში 2 000 სიტყვას აჭარბებდა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს