უკრაინული მხარე - ლუგანსკის ოლქის მთელ სამხრეთ ნაწილს სეპარატისტები აკონტროლებენ

უკრაინული მხარე - ლუგანსკის ოლქის მთელ სამხრეთ ნაწილს სეპარატისტები აკონტროლებენ

სეპარატისტებმა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქის ფაქტობრივად მთელ სამხრეთ ნაწილზე დაამყარეს კონტროლი. ამის შესახებ ინფორმაციას "საინფორმაციო წინააღმდეგობის" ჯგუფის კოორდინატორი დიმიტრი ტიმჩუკი ავრცელებს.

"მიმდინარე გადაჯგუფების ფარგლებში უკრაინული არმიის უკანდახევის შედეგად, რუსულ-ტერორისტულმა ძალებმა კონტროლი დაამყარეს ლუგანსკის ოლქის თითქმის მთელ სამხრეთზე და ჩრდილოეთის მიმართულებით უტევენ", - აცხადებს ტიმჩუკი.

მისივე თქმით, დონბასში სიტუაცია კვლავ ძალიან რთულია, ვინადან რუსი სამხედროები და ადგილობრივი სეპარატისტები ცდილობენ, კონტროლი დაამყარონ დონეცკის ოლქზე - დონეცკიდან მარიუპოლამდე.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა