ისლამისტებმა კიდევ ერთ ამერიკელ ჟურნალისტს მოკვეთეს თავი - საზარელი აღსასრული და მსხვერპლის უკანასკნელი სიტყვები

ისლამისტებმა კიდევ ერთ ამერიკელ ჟურნალისტს მოკვეთეს თავი - საზარელი აღსასრული და მსხვერპლის უკანასკნელი სიტყვები

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტების მიერ ამერიკელი ჟურნალისტის სტივენ სოტლოფისთვის თავის მოკვეთის კადრებია ასახული. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

ვიდეოში, სახელწოდებით "მეორე გზავნილი ამერიკას", მძევლად ჩავარდნილი ჟურნალისტი ამბობს, რომ მისი დასჯა არის საფასური შეერთებული შტატების სამხედრო ინტერვენციაზე.

"ბიბისის" ცნობით, 31 წლის სტივენ სოტლოფი სირიაში 2013 წელს გაიტაცეს. გასულ თვეს ის იმ ვიდეოს ბოლო წუთებზეც ჩანდა, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებმა ინტერნეტში გაავრცელეს. აგვისტოში გავრცელებულ ვიდეოში ასახული იყო კიდევ ერთი ამერიკელი ჟურნალის ჯეიმს ფოლის თავის მოკვეთის კადრები.

სტივენ სოტლოფი იემენში ცხოვრობდა და ამერიკული გამოცემებისთვის მუშაობდა.

აშშ-ის ხელისუფლება გავრცელებული ვიდეოს ავთენტურობას ადგენს.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა