დღეისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტები მსოფლიოში

დღეისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტები მსოფლიოში

1. ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ასახულია ამერიკელი ჟურნალისტის სტივენ სოტლოფის მკვლელობა.

2. მილიონზე მეტი პირია იძულებით გადაადგილებული უკრაინის კრიზისის გამო.

3. ობამამ განაცხადა, რომ დამატებით 350 სამხედროს გზავნის ერაყში ამერიკის საელჩოს დასაცავად. ჯამში, ერაყში 1500 ამერიკელი სამხედრო აღმოჩნდება.

4. კომპანია ეფლმა უარყო ბრალდებები, თითქოს რომელიმე მათი სისტემა, მათ შორის აიქლაუდი მთლიანად გატყდა მას შემდეგ, რაც ჰაკერებმა ასობით ცნობილი ადამიანის შიშველი ფოტოები მოიპარეს სისტემიდან.

5. ებოლას ეპიდემიამ დასავლეთ აფრიკაში მნიშვნელოვნად შეამცირა საკვების მარაგი და გამოიწვია ფასების ზრდა.

6. ევროკავშირის წარმომადგენლები ფიქრობენ, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც რუსეთში უნდა გაიმართოს, ბოიკოტი გამოუცხადონ.

7. აპრილში ჩაძირული  სამხრეთ კორეული ბორანის გადარჩენილმა წევრმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ის და ბორანის კიდევ ერთი თანამშრომელი ლუდს სვამდნენ, სანამ სამაშველო ბრიგადას ელოდებოდნენ.

8. ამერიკაში სიმსხვილით მეორე მაღაზიათა ქსელმა თამბაქოს გაყიდვა შეწყვიტა.

9. სისხლის ანალიზმა დაამტკიცა, რომ სამხრეთ კაროლინაში 30 წლის განმავლობაში პატიმრობაში მყოფი ორი მამაკაცი უდანაშაულო ყოფილა.

მომზადებულია businessinsider.com-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა