იაცენიუკი - პუტინის გეგმა საერთაშორისო საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა

იაცენიუკი - პუტინის გეგმა საერთაშორისო საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა

უკრაინა ვლადიმერ პუტინის კრიზისის მოგვარების ე.წ. შვიდპუნქტიან გეგმას პასუხობს და აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრას ცდილობს. "უნიანის" ინფორმაციით, უკრაინის პრემიერმინისტრ არსენის იაცენიუკის აზრით, ეს გეგმა რუსი ტერორისტების გადარჩენის გეგმას უფრო ჰგავს.

"ნატოს სამიტის წინ ამ გეგმით ცდილობენ, საერთაშორისო საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყარონ. ასევე, ეს არის მცდელობა თავიდან აიცილონ ევროკავშირის გარდაუვალი გადაწყვეტილება, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ. პუტინის ნამდვილი გეგმაა უკრაინის განადგურება და საბჭოთა კავშირის აღდგენა", - განაცხადა უკრაინის პრემიერმინისტრმა.

მისი თქმით, პუტინის არც ერთი გეგმა სანდო აღარ არის. "ერთადერთი გეგმა უკრაინის წინააღმდეგ ომის შესაჩერებლად ის იქნება, თუ რუსეთი თავის რეგულარულ არმიას და დაქირავებულ ჯარისკაცებს მოაშორებს უკრაინიდან. სწორედ ამის შემდეგ დამყარდება მშვიდობა უკრაინაში", - განაცხადა იაცენიუკმა.

მისი თქმით, უკრაინა ელოდება ნატოსა და ევროკავშირის გადაწყვეტილებას აგრესორის შესაჩერებლად.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა