"საპატრიარქო ბოტკოველისა და მისთანათა ფულის საჭრელი მანქანაა" - მღვდელმონაზონი ბრალდებას პასუხობს

"საპატრიარქო ბოტკოველისა და მისთანათა ფულის საჭრელი მანქანაა" - მღვდელმონაზონი ბრალდებას პასუხობს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა ერთ-ერთ ინტერნეტ-გამოცემასთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს საპატრიარქოს არ აქვს ოფიციალური პოზიცია იმის შესახებ, თუ ვინ არის პასუხისმგებელი უკრაინაში მიმდინარე აგრესიაზე. მისი განმარტებით, ეკლესია პოლიტიკური ორგანიზაცია არ არის, რომ უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები შეაფასოს.

ბოტკოველის ამ განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე ეხმაურება.

"რაიო, რაიო? მე ეკლესია ვარო და არა პოლიტიკური ორგანიზაციაო?! რაიო, რაიო? ჩემი საქმე პოლიტიკა არ არისო?! რაიო, რაიო? ფული რა არისო?!

სირცხვილი არა გაქვთ, არა გაქვთ. სინდის-ნამუსი არა გაქვთ, არა გაქვთ. მკაფიო პოზიცია არაფერზე არა გაქვთ და არც გქონიათ. ამ ხალხს რაღას ერჩით? არ გაინტერესებთ ხალხო, ერთი გვიპასუხოს მამა მიქაელმა, როდის ქონია საპატრიარქოს ნათელი და მკაფიო პოზიცია რომელიმე მწვავე მოვლენასთან დაკავშრირებით? როდის ვეუბნებოდი მე ამ ნაძირალებს, რომ საპატრიარქო ეკლესია არ ხართ-თქო. ეკლესია ქრისტეს ცოცხალი სხეულია, საპატრიარქო კი ბოტკოველისა და მისთანათა ფულის საჭრელი მანქანაა. გადაიხედონ წარსულში და თავად სახალხოდ აღიარონ ყველაფერი. თქვენი აზრი მაინტერესებს ხალხო, ესენი ლუსტრირებულები არ არიან უკვე? სუფთა შაითან ბაზარია, რა.

ყვარყვარე, შენ გენაცვალეეეეეეე - ესაა ამათი სლოგანი", - წერს ვაშაკიძე.

მღვდელმონაზონი კრიტიკული პოსტებით არის ცნობილი, რის გამოც საზოგადოების ნაწილის მხრიდან თავადაც არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი.

"ხშირად ბრალს მდებენ, რომ ეკლესიაში განხეთქილების შეტანა მსურს. არამც და არამც. ხშირად ბრალს მდებენ იმაშიც, რომ პატრიარქისა და სასულიერო პირების დისკრედიტაციას ვეწევი. არამც და არამც, ქრისტეში საყვარელნო. თავად პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაარსდა "კრიტიკისა და ანალიტიკური აზროვნების ცენტრი". აი ეს არის ჩემი პასუხი, ქრისტეში საყვარელნო.

1) მე არგუმენტების გარეშე არავისზე არაფერს არ ვწერ.

2) მე ვწერ საპატრიარქოში მყოფ ფუნქციონერთა არაეკლესიური ქმედებებისა და გამონათქვამების შესახებ.

3) მიუხედავად ჩვენი უსჯულოებისა, ეკლესია წმიდაა, უმანკოა და ყველასათვის მშობელია, რამეთუ იგი დედაა და ამავდროულად ქრისტეს ცოცხალი სხეულია.

4) მე ევქარისტიულ კავშირში ვიმყოფები მის უწმიდესობასთან და საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდთან.

მე კი არ განვიკითხავ (თუმცაღა განვიკითხავ საკუთარ თავს), მე კი არ განვიკითხავ, ვამხილებ არა ეკლესიას, არამედ საპატრიარქოს ფუნქციონერთა არაეკლესიურ ქმედებებს.

5) ეკლესიისგან განსხვავებით საპატრიარქო ერთ-ერთი ინსტიტუციაა, რომელიც მინდა შერწყმული იქნას დედაეკლესიასთან.

სულ ისმის "საპატრიარქოს პოზიცია, საპატრიარქოს პოზიცია". ამ დროს საპატრიარქოს პოზიცია ან გააჩნია ან არ გააჩნია. ამის მიუხედავად ეკლესიის პოზიცია პოზიციის გამოხატვის გარეშეც ნათელია მათთვის, ვისაც უნდა ამის დანახვა.

ახლა შესძელით, ქრისტეში საყვარელნო, დიფერენცირების მოხდენა, თუ რამდენად ასცდა საპატრიარქო ქრისტეს, ანუ დედაეკლესიას, ქრისტეს ცოცხალ სხეულს?

ღმერთმა დაგლოცოთ. მოიხსენიეთ ლოცვებში ჩემი უღირსება", - წერს ვაშაკიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს