ის ზუსტად ის ორგანოა, სადამდეც ივანიშვილს შეუძლია მისწვდეს - მწერალი სააკაშვილზე

ის ზუსტად ის ორგანოა, სადამდეც ივანიშვილს შეუძლია მისწვდეს - მწერალი სააკაშვილზე

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მწერალი და დოკუმენტალისტი პაატა ქურდაძე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რიტორიკის გამო აკრიტიკებს. ქურდაძე "ფეისბუქით" სააკაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან საბერძნეთის კუნძულ სამოსზე მისი შეყოვნების შესახებ გააკეთა.

"მე არ ვიცი ვინ ვის სადამდე წვდება, მაგრამ როდესაც ასეთი რანგის სახელმწიფო კაცი - საჯარო გამოსვლისას სხვა ენას ვერ პოულობს თავისი პოლიტიკურად ანტაგონისტი პერსონის დასახასიათებლად, ის პრეზიდენტი კი არა ზუსტად ის ორგანოა, სადამდეც სავარაუდოდ მისი და მისი გუნდის მიერ ჩატარებული აზომვებისა და კვლევების შედეგად მიღებული დასკვნის მიხედვით - ივანიშვილს შეუძლია მისწვდეს...", - წერს ქურდაძე.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა საბერძნეთის კუნძულ სამოსზე მისი შეყოვნების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

სააკაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ცნობას ჭორაობას და სიცრუეს უწოდებს.

''საქართველოს მთავრობას გაუვრცელებია ინფორმაცია, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე სადღაც დამაკავეს. რა შეიძლება ამაზე ითქვას. ეს უკვე სასაცილოც აღარ არის, ეს ჭორიკნობა და ამდენი სიცრუე. საქართველოს დღევანდელი მმართველი ბიძინა ივანიშვილი და მისი მოურავი თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ცდილობენ მომწვდნენ იქამდე, სადამდეც მწვდებიან და იქ ჩამავლონ ხელი, მაგრამ არ გამოსდით. რა თქმა უნდა, მათ მოთხოვნებს არავინ სერიოზულად არ იღებს, მაგრამ ჯობია, ეს ენერგია, რასაც ეხლა ხარჯავენ, აქეთ იქით წერილების გზავნაში და რეკვაში, დახარჯონ ქვეყნის შიგნით, დახარჯონ დანაშაულთან ბრძოლაზე, დახარჯონ თუნდაც ნატო-ს სამიტის რეპუტაციის ამაღლებაზე, იმიტომ რომ ძალიან სამწუხაროა, რომ ყველაფერი კეთდება, რათა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი არ გაუშვან ქვეყნიდან, მე არ მიშვებენ უკან ჩემს ქვეყანაში და არადა ფაქტი ჯიუტია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მე შევხვდი უფრო მეტ მსოფლიო და საერთაშორისო ლიდერს, ვიდრე, საქართველოს მოქმედი მთავრობა ერთად აღებული", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს