დონეცკთან ახლოს საქართველოს მოქალაქე ნაღმზე აფეთქდა

დონეცკთან ახლოს საქართველოს მოქალაქე ნაღმზე აფეთქდა

უკრაინაში, დონეცკთან ახლოს საქართველოს მოქალაქე, 26 წლის არსენ ბერიძე ნაღმზე აფეთქდა. როგორც ambebi.ge-ს ბერიძეების ოჯახის ნათესავმა, თამაზ ნაკაშიძემ განუცხადა, არსენ ბერიძე მეზობელთან ერთად საკუთარ მიწის ნაკვეთში გავიდა, რა დროსაც ნაღმზე აფეთქდა. მისივე თქმით, ტერიტორიაზე, სადაც ბერიძეები ცხოვრობდნენ, ორი დღის წინ "ბოევიკებმა" ბომბები ჩამოყარეს.

"არსენ ბერიძე დონეცკთან ახლოს ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. მისი სახლის მიმდებარედ წინა დღეს ჩამოყარეს ბომბები. მეზობლის 17 წლის ბიჭთან ერთად ნაკვეთში გასულა არსენიც, რა დროსაც ნაღმზე აფეთქდნენ. ორივე დაიღუპა, ამბობენ მთლიანად დანაწევრებულები იყვნენ, დიდი ტრაგედიაა", - აღნიშნა თამაზ ნაკაშიძემ.

მისივე განმარტებით, ბერიძეების ოჯახი წლების წინ ქედაში, სოფელ ახოში ცხოვრობდა და დაახლოებით 10 წლის წინ უკრაინაში გადავიდა. თამაზ ნაკაშიძის თქმით, გარდაცვლილს საქართველოში დღეს საღამოს ან ხვალ დილით გადმოასვენებენ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია