უკრაინული მხარე - ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაუქმებაზე საუბარი არ მიმდინარეობს

უკრაინული მხარე - ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაუქმებაზე საუბარი არ მიმდინარეობს

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაუქმების შესახებ საუბარი არ მიმდინარეობს. ამის შესახებ კიევში გამართულ ბრიფინგზე უკრაინის უშიშროების საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის სპიკერმა ვლადიმერ პალევოიმ განაცხადა.

"ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ვლადიმერ პალევოიმ განაცხადა, რომ ტერორისტები განაგრძობენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევას.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, მინსკში მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, "ბოევიკებმა" ზავი დაარღვიეს და რუს სამხედროებთან ერთად უკრაინული არმიის პოზიციები დაცხრილეს. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური კვლევების ცენტრის დირექტორმა დიმიტრი ტიმჩუკმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა