ლიფტის ჩამოვარდნის შედეგად ათი ადამიანი გარდაიცვალა

ლიფტის ჩამოვარდნის შედეგად ათი ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში, კერძოდ სტამბულში 32 სართულიან მშენებლობაზე ლიფტი მოწყდა, რამაც 10 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. სტამბულის გუბერნატორმა ჰუსეინ ავნი მულტუმ განაცხადა, რომ ინციდენტის ირგვლივ გამოძიება დაწყებულია. რვა ადამიანი დასაკითხად დააკავეს, მაგრამ მეორე დღეს ყველა გაათავისუფლეს.

 

”კანონი ყველასთვის ერთია. თუ ვინმე კანონს გვერდს აუვლის, პასუხსაც აგებს” - განაცხადა მულტუმ. პროფკავშირებმა მსვლელობა მოაწყვეს, რომ ის პრობლემები გაეპროტესტებინათ, რომელსაც მუშები აწყდებიან სამსახურში. მათ შორის, უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით.

ამგვარი ინციდენტი უკვე მეორედ ხდება თურქეთში. ოთხი თვით ადრე 301 მაღაროელი აფეთქების შედეგად დასალეთ თურქეთში დაიღუპა.

მომზადებულია ctvnews.ca-ს მიხედვით.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია