მიხაელ შუმახერი საავადმყოფოდან გამოწერეს

მიხაელ შუმახერი საავადმყოფოდან გამოწერეს

ყოფილი ფორმულა 1-ს ჩემპიონი მიხაელ შუმახერი შვედეთის ჰოსპიტალიდან გამოწერეს. სამკურნალო კურსს ის სახლის პირობებში გააგრძელებს.

მისმა მენეჯერმა განაცხადა, რომ ყოფილ მრბოლელს ”ძალიან გრძელი და მძიმე გზა აქვს გასავლელი”.

მიხაელ შუმახერი საფრანგეთში თხილამურებით სრიალისას დაშავდა და თავის ტრავმა მიიღო. ინციდენტი წინა წლის დეკემბერს მოხდა. შვედეთის ჰოსპიტალში ის ივნისიდან მოყოლებული მკურნალობს.

შუმახერის ოჯახმა ორი თვის წინ განაცხადა, რომ ის კომიდან გამოვიდა და გამოჯანმრთელების ნიშნები საგრძნობად იკვეთებოდა.

მომზადებულია bbc.com-ს მიხედვით.

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო