რას წერს რუსული მედია მარგველაშვილი - ჩიჩუას ქორწინებაზე

რას წერს რუსული მედია მარგველაშვილი - ჩიჩუას ქორწინებაზე

საქართველოს ყველაზე სასურველი სასიძო - ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საბოლოოდ ემშვიდობება მარტოხელა კაცის ცხოვრებას. გუშინ, 10 სექტემბერს სახელმწიფოს მეთაურმა იქორწინა, - წერს რუსული გამოცემა "რია ნოვოსტი".

მარგველაშვილის რჩეული ქართველი მსახიობი, მხატვარი და სტილისტი მაკა ჩიჩუა აღმოჩნდა. რუსული საზოგადოება ჩიჩუას შეიძლება იცნობდეს ფილმიდან ”გაიღიმეთ”.

სადღესასწაულო ცერემონია ქორწინების სახლში ჩატარდა, დუშეთის რაიონში. ამასთან, როგორც ქართული მედია იუწყება, შეყვარებულმა წყვილმა, რომელიც უკვე საკმაოდ დიდი ხანია ერთმანეთს ხვდება, იმიტომ გადაწყვიტა შეუღლება, რომ მაკა ჩიჩუა ორსულადაა.

იმ შემთხვევაში, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, საქართველოს პრეზიდენტი მეორედ გახდება ბედნიერი მამა. ამჟამად მას ერთი არასრულწლოვანი შვილი, ანა ჰყავს.

მომზადებულია ria.ru-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია