"ძალიან შეყვარებული ვიყავი, ერთ ადგილზე ვერ ვისვენებდი... გარეთ ირაკლი მელოდებოდა" - ნათია ფანჯიკიძის ემოციური პოსტი

"ძალიან შეყვარებული ვიყავი, ერთ ადგილზე ვერ ვისვენებდი... გარეთ ირაკლი მელოდებოდა" - ნათია ფანჯიკიძის ემოციური პოსტი

თავდაცვის მინისტრის მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე საქართველოში ამერიკული Thanksgiving Day-ს მსგავსად, მადლიერების დღის დაწესების იდეით გამოდის და ამ თემასთან დაკავშირებით სტუდენტობის დროინდელ ისტორიას იხსენებს, როდესაც ის და ირაკლი ალასანია ჯერ კიდევ შეყვარებულები იყვნენ...

"ზოგი უცხოური დღესასწაული ხომ გადმოვიღეთ? მადლიერების დღე მათ შორის ყველაზე საუკეთესოა და არავის არ მოეწონა იმდენად, რომ ჩაერთო ქართულ კულტუროლოგიაში. არადა იმ ადამიანების მიმართ მადლობის გამოხატვა, ვინც ერთი სიტყვით მეტი მაინც გაგვაგებინა ცხოვრების მანძილზე, "თვითნაბადობის" ამპარტავნებასაც აგვაშორებდა და უკეთესს გაგვხდიდა. სიკეთის ყოველი გაელვება, ყველა ღიმილი რომ დავიმახსოვროთ, თუნდაც ქუჩაში, უცნობისგან წამოსული, სრულად შევიგრძნობდით, რა კარგი რამეა ადამიანი და ცხოვრება.

ტატა თვალჭრელიძე გამახსენდა, კინომცოდნე, ულამაზესი ქალი. ძალიან საინტერესო ლექციებს გვიკითხავდა. ავად იყო და საშინელ სიცხეში უჭირდა ყოფნა.. გამოცდაზე გამოგვიცხადა, ვისაც ოთხიანი გეყოფათ, ხელი აიწიეთ და "შემეშვითო", ამბიციური ჯგუფი მყავდა, ყველა კარგად სწავლობდა, მარტო ერთი ჩიტოსანი წამოვხტი და "გამიშვით რა, ძალიან შეყვარებული ვარ, ერთ ადგილზე ვერ ვისვენებთქო". გარეთ ირაკლი მელოდებოდა. დამიწერა 4 და... კარი გავიხურე თუ არა, უთქვამს, "ვაიმე, ეს რა ვქენი, შეყვარებულ ადამიანს 4 როგორ დავუწერეო.." როგორც ჩანს, ბევრი იდარდა, იმდენად, რომ საღამოს მამაჩემს დაურეკა და "თავს ვერ ვპატიობ, ეს რა დამემართაო" .. ))))))))))

ახალგაზრდა გარდაიცვალა.

ჯერ სკოლის, მერე ხელოვნების და ფსიქოლოგიის ჩემი პედაგოგებიდან დაწყებული, ცხოვრებაში თითო სწორი სიტყვის მთქმელი ადამიანის ჩათვლით ჩავეხუტებოდი ყველას ვინც დამეხმარა, რაღაც ადამიანისმსგავსი შემექმნა ჩემი თავისგან.

(სიზმარი უნდა გადავახვიო, გავარკვიო, რამ გამაღვიძა ასე გულაჩუყებული. დილაუთენიაა)", - წერს ფანჯიკიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს