დიმიტრი ტიმჩუკი - "ბოევიკებმა" ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კვლავ დაარღვიეს

დიმიტრი ტიმჩუკი - "ბოევიკებმა" ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კვლავ დაარღვიეს

რუსმა სამხედროებმა და "ბოევიკებმა" წუხანდელი ღამის განმავლობაში კიდევ ერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ტიმჩუკი ავრცელებს.

მისივე თქმით, წუხანდელი ღამის განმავლობაში ტერორისტებმა 4-ჯერ განახორციელეს შეტევა დონეცკის აეროპორტის ტერიტორიაზე, უკრაინის სამთავრობო ძალების მიმართულებით.

დიმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, ტერორისტებმა უკრაინელი სამხედროების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს დასახლებულ პუნქტ ჩასტიესა და არტემას ტერიტორიაზე.

უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური კვლევითი ცენტრის განცხადებით, უკრაინის სამთავრობო ძალებს შორის წუხანდელი ღამის შედეგად არავინ დაზარალებულა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა