ვინ არის გიორგი აბაშიძის საყვარელი ქალი თბილისში - ასლან აბაშიძის ვაჟის სარისკო Love Story

ვინ არის გიორგი აბაშიძის საყვარელი ქალი თბილისში - ასლან აბაშიძის ვაჟის სარისკო Love Story

ბოლო განახლება | გიორგი აბაშიძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

რატომ მოუხშირა 10-წლიანი პაუზის შემდეგ ასლან აბაშიძის შვილმა, გიორგი აბაშიძემ საქართველოში ვიზიტებს? უკვე მეორედ გახმაურდა მისი ჩამოსვლის შესახებ, ამჯერად გიორგი აბაშიძე ბათუმში, მცირე რაოდენობით ნარკოტიკის შენახვის გამო დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მას 500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, რომლის გადახდის შემდეგ გათავისუფლდება.

გახშირებული ვიზიტების მოტივი პოლიტიკა არ არის – ჩვენი ინფორმაციით, აბაშიძე, რომელიც წლებია მოსკოვსა და ვენაში ცხოვრობს, ქართველ გოგოზეა შეყვარებული. მისი ვიზიტებიც სწორედ ამას უკავშირდება. ამბობენ, რომ გიორგი აბაშიძე მოდელ ეკო ფანგანზეა შეყვარებული, თუმცა თავად ფანგანი ამას უარყოფს.

ხმებს, რომ ფანგანსა და აბაშიძეს ახლო ურთიერთობა აქვს, კიდევ უფრო ამძაფრებს ფოტოები, რომელშიც ისინი ერთად არიან გადაღებული. ვინაიდან აბაშიძის ორივე ვიზიტი ინციდენტით დასრულდა, შეიძლება ითქვას, რომ მას თბილისში საყვარელი ქალის ხილვა გარკვეული რისკის ფასად უჯდება. შეგახსენებთ, რომ ათწლიანი პაუზის შემდეგ, 2014 წლის მარტში საქართველოში ვიზიტისას გიორგი აბაშიძეს პრობლემები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეექმნა.

საქართველოში ასლან აბაშიძის ვაჟი გიორგი აბაშიძე 10 წლის შემდეგ, პირველად მიმდინარე წლის მარტში იყო ჩამოსული.

გიორგი აბაშიძემ საქართველო მამასთან, ასლან აბაშიძესთან ერთად 2004 წელს აჭარაში მომხდარი რევოლუციის შემდეგ დატოვა და მას შემდეგ წელს პირველად დაბრუნდა.

გიორგი აბაშიძე 4 წლის განმავლობაში, 2000-2004 წლებში, ბათუმის მერის თანამდებობაზე მუშაობდა.

გიორგი გველესიანი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია