''ექიმები ალკოჰოლსაც ვიღებთ, ხანდახან თამბაქოსაც ვეწევით და კვების რაციონსაც ვარღვევთ''

''ექიმები ალკოჰოლსაც ვიღებთ, ხანდახან თამბაქოსაც ვეწევით და კვების რაციონსაც ვარღვევთ''

ახალი სამედიცინო თოქშოუ ''ექიმები'' დიდი ხანი არაა, რაც ''რუსთავი 2''-ის ეთერში გავიდა, თუმცა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილია. კოტე დღის განმავლობაში უამრავ ოპერაციას აკეთებს. სამსახურიდან ტელევიზიაში მიდის ჩაწერებზე. ცხოვრების ასეთი ტემპი ცოტა დამღლელია, თუმცა ყველაფერს დიდი მონდომებით აკეთებს. პოპულარობა არ ხიბლავს, მხოლოდ ის უნდა, რომ გადაცემის მეშვეობით ხალხს დაეხმაროს.

- კოტე, როგორ აღმოჩნდით თოქშოუში ''ექიმები''?

- გადაცემის საპროდიუსერო ჯგუფმა საკმაოდ დიდი შერჩევა აწარმოა. კასტინგზე დაახლოებით სამასამდე ექიმი მიიწვიეს. დაგვიკავშირდნენ და გვკითხეს, გვქონდა თუ არა სურვილი, ამ ტიპის შოუში მიგვეღო მონაწილეობა. პირადად მე დავეთანხმე, მივედი ერთ-ერთ კასტინგზე, მოგვიანებით დამირეკეს და შემატყობინეს, რომ ჩემი კანდიდატურა დაამტკიცეს. შემდეგ დაიწყო ჩვენი ტრენინგი. კამერებთან მუშაობას დაახლოებით ორი თვე ვსწავლობდით. წამყვანთა გუნდმა ძალიან მოკლე დროში ერთმანეთისთვის გასაგებ ენაზე დავიწყეთ საუბარი.

- იყო მომენტი, როდესაც თქვით, ნეტავ რატომ დავთანხმდი, ტელევიზიაში მუშაობა ძალიან რთულიაო?

- გეთანხმებით, ტელეწამყვანობა ადვილი არაა, მაგრამ ჩვენი პროფესია კამერებთან მუშაობაზე უფრო ძნელია და ექიმებს სირთულეების იდეურ დონეზე არ გვეშინია. საინტერესო მომენტია, როდესაც ასეთ ამპლუაში საკუთარ თავს პოულობ. ჩაწერებზე სამსახურიდან ძალიან დაღლილები მივდივართ, მიუხედავად ამისა, ძალიან მომწონს, რომ ამ ახალ შოუში ვმონაწილეობ, რადგან გადაცემის ფორმატი ქართულ ტელესივრცეში ახალია.

- როგორც ვიცი, წამყვანები ერთმანეთს არ იცნობდით.

- მხოლოდ ნინო ჩიგოვაძეს ვიცნობდი შორიდან, საერთო მეგობრები გვყავს.

- ახლა დამეგობრდით, თუ თქვენ შორის კონკურენციის მომენტი გაჩნდა?

- ჩვენ შორის არანაირი კონკურენცია არაა. იმდენად ფართო გადაცემაა, რომ ყველას თავისი ადგილი და თავისი სასაუბრო აქვს.

- გადაცემის თემებს ერთად გეგმავთ?

- თემებს საპროდიუსერო გუნდი გეგმავს. შემდეგ რეპეტიციამდე კონსულტაციებს გადიან ჩვენთანაც და იმ დარგის სპეციალისტებთანაც, რა თემებზეც იქნება გადაცემა. შეიძლება, ყველა დეტალის ზუსტი გადამოწმება არ და ვერ ხერხდება ტექნიკურად, მაგრამ რაც ეთერში გადის, ყველაფერს სანდო წყაროზე დაყრდნობით ვამბობთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გადაცემა წარმატებული იქნება. მაყურებელსაც ვთხოვ, იაქტიუროს და ჩვენი დიდი სატელევიზიო და საექიმო გუნდიც მეტად საინტერესო გადაცემებს შემოგთავაზებთ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება