"ივანიშვილმა ქვეყანა სკანდალისგან იხსნა"

"ივანიშვილმა ქვეყანა სკანდალისგან იხსნა"

"ბოლო დღეების ყბადაღებულ თემას წერტილი დაესვა - გიორგი მარგველაშვილმა ამერიკაში ვიზიტი გადადო და ამის ოფიციალურ მიზეზად მისი ჩაშლა დაასახელა. უფრო ზუსტად კი, მან აღნიშნა, რომ მოხდა ორგანიზებული მუშაობა ვიზიტის ჩასაშლელად და ამერიკული ვოიაჟი ჩაიშალა კიდეც. მარგველაშვილის განცხადებას წინ უსწრებდა საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილი მოსაზრება იმის შესახებ, თუ რატომ არ უნდა წასულიყო მაგრველაშვილი ამერიკაში. სავარაუდოდ, სწორედ მისი სიტყვები და მოსაზრება იქნა გათვალისწინებული", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით "ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა სკანდალისგან იხსნა".

"მარგველაშვილის სურვილი გაეროში სიტყვით გამოსვლის შესახებ უცნაური გაჯიუტება და ახირებაა. კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით საუბარი იმდენად უმნიშვნელოა, რომ პრეზიდენტის ჩასვლა არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენს. თავად განსაჯეთ, უნდა ისაუბრონ ნახშირორჟანგის დაგროვებასა და კონკრეტული ქვეყნებისთვის თანხის გამოყოფაზე. ბევრი ქვეყანა მონაწილეობასაც კი არ იღებს და მათ შორის ისეთი დიდი ქვეყნებიც, როგორიცაა ინდოეთი და ჩინეთი. შესაბამისად, ეს იყო თვითდამკვიდრების მცდელობა, იმის ხმამაღლა გაჟღერება, რომ ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი და მას აქვს უფლება წავიდეს იქ, სადაც მოესურვება , მაგრამ ეს მახინჯი კონსტიტუციის ბრალია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი ვასილ მაღლაფერიძე.

"კონსტიტუციურად საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა ქაღალდზე გახდა, თორემ სინამდვილეში ეს იმდენად დამახინჯებულად არის გაკეთებული, რომ გაოცდებით. როცა ქვეყანა საპარლამენტო წყობაზე გადადის, არ უნდა დატოვო მუხლი, რომლის მიხედვითაც ქვეყანას ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ჰყავს - ეს არის ნონსენსი და მე თუ მკითხავთ შეგნებულად გაკეთებული. იმ კონსტიტუციონალისტების სინდისზე იყოს ეს სიმახინჯე, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო. სწორედ ეს არის მოსადავებელი. კაი ამბობს, არჩეული ვარო და მართალია - მაგრამ ამ არჩეულს უფლებები არ აქვს და ეს არის ფაქტი", - დასძენს რესპონდენტი.

"დარწმუნებული ვარ, რომ მარგველაშვილს აქეზებენ და ეუბნებოდნენ, რომ უნდა მოიქცეს ისე, როგორც იქცევა. ეს არ არის მართებული და გიორგი ამას უნდა მიხვდეს. იმ ადამიანებს კონკრეტული მიზნები ამოძრავებთ და აწყობთ დაპირისპირება პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, რაც მიიღეს კიდეც. ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ მარგველაშვილმა წასვლა რომ გადაიფიქრა კარგია იმდენად, რამდენადაც ქვეყანას სირცხვილს გადარჩა - ის, რომ ეს იქნებოდა სირცხვილი, ყველა თანხმდება. ივანიშვილმა გააკეთა რეალისტური შეფასება იმის რაც ხდება და რაც შეიძლება მოხდეს და საბედნიეროდ, მისი განცხადების შემდეგ მოხდა გადაწყვეტილების შეცვლა. შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო სკანდალს გადავრჩით", - აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე და შეკითხვას - "სხვათა შორის, ივანიშვილმა პრემიების თემაც ახსენა..." პასუხობს:

"მათ, ვინც პრემიები დაიწერეს უნდა რცხვენოდეთ და უნდა რცხვენოდეთ იმისა, რომ წინა ხელისუფლებას სწორედ ამ თემაზე ამუნათებდნენ. არ შეიძლება ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა ასეთი რამის გაკეთება. ეს კარგად ესმის ივანიშვილს და არა მგონის, რომ სხვებს არ ესმოდეთ, თუმცა აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ. აუცილებლად უნდა მოხდეს ამის რეგულაცია და ისე, რომ ხალხის გაღიზიანება არ უნდა გამოიწვიოს. იმას, რაც ამ თემის გახმაურებას მოჰყვა, ხალხის აგრესია ერქვა, ეს კი არავის დაუმთავრდება კარგად".

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?