"ვესტი. რუ" - საფრანგეთმა რუსეთს პირველი "მისტრალი" გადასცა

"ვესტი. რუ" - საფრანგეთმა რუსეთს პირველი "მისტრალი" გადასცა

საფრანგეთმა რუსეთს პირველი "მისტრალი" გადასცა. "ვესტი. რუ"-ს ინფორმაციით, ვერტმფრენმზიდმა "ვლადივასტოკმა" უკვე დატოვა ფრანგული ქალაქ სენ-ნაზერის პორტი ტესტირების გავლისთვის. მის ბორტზე 200 რუსი მეზღვაური იმყოფება.

ეს არის ორიდან პირველი "მისტრალი", რომელიც საფრანგეთმა რუსეთს მიჰყიდა.

საფრანგეთსა და რუსეთს შორის კონტრაქტი 2011 წელს დაიდო. კონტრაქტის ღირებულება 1 200 000 000 ევროს შეადგენს. გემი რუსეთის შეირაღებულ ძალებს 2014 წლის ბოლომდე ჩაბარდება. რაც შეეხება მეორე "მისტრალს", რომლის სახელწოდებაა "სევასტოპოლი", ფრანგული მხარე მისი რუსეთისთვის გადაცემას 2015 წელს აპირებს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთმა "მისტრალის" რუსეთისთვის გადაცემა შეაჩერა. მოგვიანებით საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის "მისტრალის" გადაცემაზე კონტრაქტი არც შეწყვეტილია და არც შეჩერებულა.

ფრანსუა ოლანდმა აღნიშნა, ამ კონტრაქტის რეალიზაცია დამოკიდებული იყო იმაზე, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა