ლუგანსკში შეიარაღებული პირები უნივერსიტეტში შეიჭრნენ და ლექტორები დააკავეს

ლუგანსკში შეიარაღებული პირები უნივერსიტეტში შეიჭრნენ და ლექტორები დააკავეს

ლუგანსკში შეიარაღებულმა პირებმა ეროვნული უნივერსიტეტი დაიკავეს და პრორექტორი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას "უნიანი" ავრცელებს. როგორც ლუგანსკის უნივერსიტეტის რექტორმა ვიტალი კურილომ სოციალურ ქსელში დაწერა, 16 სექტემბერს შეიარაღებულმა პირებმა უნივერსიტეტის კორპუსები დაიკავეს.

"იყოფენ კაბინეტებსა და ქონებას, თანამდებობებზე ნიშნავენ უცნობ ადამიანებს. დაიწყეს ლექტორების დაკავება. უკვე რამდენიმე დღეა დაკავებული ჰყავთ უნივერსიტეტის პრორექტორი. დაკავებებით ემუქრებიან სხვა ლექტორებსაც", - დაწერა ვიტალი კურილომ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა