პეტრო პოროშენკო მზად არის, სეპარატისტებს დიდი უფლებები მიანიჭოს, ოღონდ არა უკრაინის სუვერენიტეტის ხარჯზე

პეტრო პოროშენკო მზად არის, სეპარატისტებს დიდი უფლებები მიანიჭოს, ოღონდ არა უკრაინის სუვერენიტეტის ხარჯზე

უკრაინის პრეზიდეტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, იგი მზად არის, აღმოსავლეთ უკრაინელ სეპარატისტებს დიდი უფლებები მისცეს, მაგრამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უცვლელად უნდა დარჩეს. "ცენზორ.ნეტ"-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მზადაა დონბასისთვის გაფართოებული უფლებების მისანიჭებლად.

"ადრე, თუ გვიან, დარწმუნებული ვარ, უკრაინულ სახლებში მშვიდობა დაბრუნდება. მზად ვარ სეპარატისტებს დიდი უფლებები მივანიჭო, ვიდრე ეს ვინმეს ჰქონია უკრაინის ისტორიის მანძილზე. მზად ვარ ყველაფრის განსახილველად, გარდა უკრაინის დამოუკიდებლობისა, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისა", - აღნიშნა პროშენკომ დღეს აშშ-ს კონგრესში სიტყვით გამოსვლისას. უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ ეს ეხება უფლებებს და არა გეოპოლიტიკურ ამბიციებს. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სისხლისღვრა და "ზიზღის პანდემია" უნდა შეწყდეს. მისივე თქმით, ამ ომმა აჩვენა, ვინ არის უკრაინის მეგობარი და ვინ - მტერი.

"ჩვენ მშვიდობის ხელს ვუწვდით რუსეთს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს. მზად ვარ გავაკეთო ყველა შესაძლებელი მომავალი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად", - განაცხადა პროშენკომ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აშშ-ს მოუწოდა, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გააგრძელოს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა