ამერიკული დაზვერვის ცნობით, "ალ-ქაიდა" სერიოზული შეტევებისთვის ემზადება

ამერიკული დაზვერვის ცნობით, "ალ-ქაიდა" სერიოზული შეტევებისთვის ემზადება

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ჯეიმს კლეპერის განცხადებით, ტერორისტული დაჯგუფება "ალ-ქაიდას" ერთ-ერთი განშტოება სირიაში ამერიკისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და ტერორისტული შეტევებისთვის ემზადება. ამის შესახებ "ესოშიეითიდ პრესი" იუწყება.

კლეპერის განცხადებით, ამ განშტოებაში მყოფი "ბოევიკები" აპირებენ დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრები ისლამისტების გადაბირებას ევროპასა და აშშ-ში ტერაქტების განსახორციელებლად, მათ შორის ამერიკის სამოქალაქო თვითმფრინავებზე.

სააგენტოს თანახმად, ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, საუბარია დაჯგუფება "ხორასანზე", რომელიც "ალ-ქაიდას" გამოცდილი "ბოევიკებით" არის ფორმირებული ავღანეთიდან და პაკისტანიდან. სააგენტოს წყარო აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის "ხორასანი" გაცილებით დიდ საფრთხეს წარმოადგენს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ვიდრე დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკები".

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა