10 რჩევა, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესს გახდის

10 რჩევა, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესს გახდის

1. ცხოვრებაში არაფერი ხდება ისე. ყველაფერს აქვს ფარული აზრი. ზოგიერთ ადამიანს იმიტომ ვხვდებით, რომ საკუთარი თავი გამოვცადოთ, ზოგიერთები გვიყენებენ ჩვენ და და ჩვენს ცოდნას, სხვები მასწავლებლების როლში მოგვევლინებიან. თუმცა, ყველაზე მთავარი ისაა, რომ ყველა მათგანი ჩვენ უკეთეს ადამიანად გვაყალიბებს.

2. იყავით იმ ადამიანებთან ერთად, რომელთაც გულწრფელად უყვარხართ, რომლებიც მოტივაციას გაძლევენ და უფრო ბედნიერს გხდიან. თუკი, თქვენს ცხოვრებაში არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც ეს არ ახასიათებთ, უბრალოდ გაუშვით ისინი. მათი ადგილი თქვენს ცხოვრებაში არ არის.

3. სიყვარული ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური ლტოლვა და სექსი, შეხვედრები და მეგობრებთან ერთად დროის გატარება. სიყვარული ნიშნავს იყო იმ ადამიანთან ერთად, რომელიც ბედნიერს გხდის და ამას მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მანერით აკეთებს.

4. ხშირად ჩვენ არ ვაფასებთ შეხების, ღიმილის, კეთილი სიტყვის, გულწრფელი კომპლიმენტისა და მზრუნველობის ჭეშმარიტ ძალას. თუმცა, ამ ყველაფერს ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია.

5. იყო მარტო არ ნიშნავს იყო მარტოსული, ხოლო იყო მარტოსული არ ნიშნავს იყო მარტო.

6. ნუ დაელოდებით როდის მოვა თქვენს ცხოვრებაში საჭირო ადამიანი, უმჯობესია თვითონ გახდეთ ვინმესთვის საჭირო.

7. ნურასოდეს ითამაშებთ სხვა ადამიანის გრძნობებით, მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარში არ ხართ დარწმუნებული.

8. სიცრუე ცხოვრებაში არ დაგეხმარებათ. ამიტომ დაიმახსოვრეთ ოთხი მნიშვნელოვანი წესი: არ თქვათ "მე შენ მიყვარხარ", თუკი გულწრფელად არ ფიქრობთ ასე. ნუ იტყვით, რომ გესმით, თუკი სინამდვილეში არაა ასე. ნუ მოიხდით ბოდიშს, თუკი სინანულს არ გრძნობთ. ყოველთვის იყავით გულწრფელები საკუთარ თავთან და იმ ადამიანებთან, რომელთაც უყვარხართ.

9. არასოდეს მისცეთ სხვას თქვენი გამოყენების უფლება. ყური დაუგდეთ სხვებს, მაგრამ არ დაივიწყოთ საკუთარი პოზიცია.

10. არ ეძებოთ ის ადამიანი, რომელიც ყველა პრობლემას მოგიგვარებთ. ეძებეთ ის, ვინც თქვენთან იქნება პრობლემების დროს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს