''ჩემი სიყვარულისთვის ყველაფრის დათმობა შემიძლია''

''ჩემი სიყვარულისთვის ყველაფრის დათმობა შემიძლია''

სახელი, გვარი: მარიკო ლეჟავა

ასაკი: 1994 წლის 7 ივლისი

პროფესია, რომელსაც ეუფლები:

კონსერვატორიაში მუსიკის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობ, შემდეგ მომიწევს მიმართულების არჩევა.

მუსიკა, რომელიც განტვირთვაში გეხმარება.

''ქოლდფლეის''შემოქმედება.

საყვარელი წიგნი:

''დიდოსტატის მარჯვენა'', შოკირებული ვიყავი, როცა წავიკითხე.

ადგილი, სადაც დიდი სიამოვნებით იცხოვრებდი.

სამუდამოდ გადავიდოდი ნიუ-იორკში, მგონია, ძალიან ახლოსაა ჩემთან, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს, ერთხელ მაინც წავიდე გოაზე და იმედია, წავალ.

ყველაზე მეტად რა გახარებს?

მახარებს ის, როცა ჩემი შეყვარებული, მსახიობი გიორგი ჯიქურიძე, მალე ამთავრებს რეპეტიციებს და მნახულობს.

რანდენჯერ გყვარებია?

აქამდე არც ერთხელ, ესაა ჩემი პირველი სიყვარული და თავს საოცრად ვგრძნობ, ძალიან ბედნიერი ვარ.

დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოს, რას შეცვლიდი?

ბევრი შეცდომა დავუშვი, რადგან მეგონა, დიდი ვიყავი და დამოუკიდებლობა შევიფერე. დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, დავუჯერებდი იმ ადამიანებს, რომელთაც ჩემზე მეტი იციან და ისე აღარ მოვიქცეოდი.

რას გამოჰყავხარ წყობიდან?

როცა ერთსა და იმავეს ხშირად მამეორებინებენ, წყობიდან გამოვდივარ. თუ ჩემი შეყვარებული წაიკითხავს სტატიას, ძალიან გაეცინება, რადგან ხშირად დაუფიქრებლად მაინც იმას ვაკეთებ, რაზეც შენიშვნას მაძლევს. ვიცი, რომ ეს საშინელებაა, ამიტომ ვცდილობ, გამოვსწორდე და უფრო ყურადღებიანი გავხდე.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება