დათუნა მგელაძე რუსულ ''ვოისში'' დიმა ბილანის ფავორიტი გახდა

დათუნა მგელაძე რუსულ ''ვოისში'' დიმა ბილანის ფავორიტი გახდა

დათუნა მგელაძე ყველას კარგად გვახსოვს ''ჯეოსტარიდან'' და ამ კონკურსის შემდგომ პერიოდშიც საქართველოში საკმაო პოპულარობა მოიპოვა. განსაკუთრებულად თავისი ხმითა და გარეგნობით ქალთა სქესი დაიპყრო.

მომღერალი რუსულ Voice-ში ბრმა ქასთინგზე  გამოჩნდა. 28 წლის მომღერალმა ჯორჯ ბენსონის Nothing’s Gonna Change My Love For You შეასრულა და მას პირველივე ნოტებზე შემოუბრუნდა დიმა ბილანი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თავად დათუნას არ უნდოდა ამ სიმღერის შესრულება (რუსმა პროდიუსერებმა აურჩიეს) და არც ჟიურის წევრებს მოეწონათ მაინდამაინც ეს კომპოზიცია, თუმცა ქართველი მომღერლის ვოკალმა ბილანზე იმოქმედა და დათუნას მუსიკალური შოუს მორიგ ტურში ვიხილავთ.

ნახეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება