ირლანდიაში 62 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების კოკაინი გადაჰქონდათ

ირლანდიაში 62 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების კოკაინი გადაჰქონდათ

ირლანდიის სანაპიროს მახლობლად, იახტაზე სამართალდამცავებმა 62 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების კოკაინი აღმოაჩინეს. იახტაზე მყოფი ბრიტანეთის ორი მოქალაქე, რომლებიც სავარაუდოდ იორკშირის საგრაფოდან არიან, ამჟამად ირლანდიის პოლიციას ჰყავს დაკავებული. ეს ნარკოტიკების ყველაზე დიდი პარტიაა, რომელიც ევროპაში დაუკავებიათ.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში პერუს პოლიციამ რეკორდული რაოდენობის, ექვს ტონაზე მეტი მოცულობის კოკაინის პარტია დააკავა, რომელიც ბელგიასა და ესპანეთში უნდა გაეგზავნათ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ