უბნები თბილისში, სადაც 26 სექტემბერს ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც 26 სექტემბერს ელექტროენერგია გაითიშება

თბილისის რამდენიმე რაიონს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სს "თელასიდან" აცნობეს, სარემონტო სამუშაოების გამო, 26 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ნაძალადევის რაიონის ნაწილში, კერძოდ 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის მთის, ლოტკინის ხევის, კაჭრეთის, ჟღენტის, დობროლუბოვის, სართანიას, ზაქარაიას, ენისელის, კამალოვის, თიგიშვილის, თამარაშვილის, მიტინგის, ინწკირველის, მაღაროს, ზედაუბნის, კოდალოს, კიკნაძის და კურნატოვის ქუჩების 1020 აბონენტს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასურეთის, კიშინოვის, დარკვეთის, ზეკარის, გეგუთის, სვირის, ლუბოვსკის და ჯავის ქუჩების 277 აბონენტს.

ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), წულაძის, ნადარეიშვილის, ჩოლოყაშვილის, მანავის, დოდაშვილის, ჩკალოვის, ჰოსპიტლის, ბოლნისის და ლერწმის ქუჩების 1589 აბონენტს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის, სამგორის და გიორგი ნადარეიშვილის ქუჩების 35 აბონენტს.

საბურთალოს რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის და გოძიაშვილის ქუჩის 472 აბონენტს.

10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის 11:00 აბონენტს.

კრწანისის რაიონში გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ღვინის ჩიხის, ტყვიავის, კოტე აბხაზის, ლესელიძის, გრიგოლ ხანძთელის, თონეთის, იერუსალიმის, თუმანიანის და ვახტანგ ბერიძის ქუჩების 412 აბონენტს.

სამგორის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ახვლედიანის და კოსტავას(ორხევი) ქუჩების 254 აბონენტს.

ვაკის რაიონში გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და მოსაშვილის ქუჩის 234 აბონენტს.

გლდანის რაიონში გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IV მიკრორაიონის 879 აბონენტს.

დიდუბის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, აგლაძის, ვახუშტი ბაგრატიონის, გაფრინდაულის, ქუთაისის და ელიავს ქუჩების 272 აბონენტს.

ჩუღურეთის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩუბინაშვილის ქუჩის 8 აბონენტს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებენ "თელასში".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია