მოსკოვში ანდრეი მაკარევიჩის კონცერტი პროუკრაინული განცხადებების გამო ჩაშალეს

მოსკოვში ანდრეი მაკარევიჩის კონცერტი პროუკრაინული განცხადებების გამო ჩაშალეს

მოსკოვში ანდრეი მაკარევიჩის კონცერტი რადიკალურად განწყობილმა ადამიანებმა ცრემლსადენი გაზის გამოყენებით ჩაშალეს. მუსიკის სახლში მიმდინარე კონცერტის დროს ადამიანების ჯგუფმა მაკარევიჩს მოღალატე უწოდა, რის შემდეგაც საკონცერტო დაბაზში მათ წიწაკის გაზი გაუშვეს.

"სიმართლე, რომ ვთქვა ძალიან სამარცხვინო და უსიამოვნო იყო. ჩვენ ვიყავით დარბაზში, კონცერტიდან ნახევარი საათის გასვლის შემდეგ, წინა რიგში მჯდარი რამდენიმე მამაკაცი ადგა და მაკარევიჩს მოღალატე უწოდა, ყვიროდნენ, რომ მან სამშობლო გაყიდა", - აღნიშნავს ერთ-ერთი თვითმხილველი.

შეგახსენებთ, მაკარევიჩის პროუკრაინულ განცხადებებს რუსულ საზოგადოებაში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება