ვლადიმერ პუტინი ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმების პირობების შეცვლას ითხოვს

ვლადიმერ პუტინი ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმების პირობების შეცვლას ითხოვს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუსთვის მიწერილ წერილში ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმების პირობების შეცვლას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, საპასუხო ზომებით იმუქრება. ამის შესახებ ევროკომისიის პრესმდივანმა პია ჰანსენმა განაცხადა. მისივე თქმით, ბრიუსელი უახლოეს ხანებში გადაწყვეტს, როგორ უპასუხოს პუტინის ამ მოთხოვნას. ამასთან, ევროკომისიის პრესმდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ასოცირების შეთანხმება ევროკავშირსა და უკრაინას შორის გაფორმდა და თუ ამ შეთანხმებაში რაიმე სახის ცვლილებები შევა, ეს მხოლოდ და მხოლოდ კიევისა და ბრიუსელის ერთობლივი გადაწყვეტილებით მოხდება

"თავის მხრივ, ევროკომისია არ ხედავს შეთანხმების გადახედვის საფუძველს", - აღნიშნა პია ჰანსენმა. 25 სექტემბეს გამოცემა The Financial Times-მა ვლადიმერ პუტინის ჟოზე მანუელ ბაროზუსთვის მიწერილი წერილის თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა. გამოცემის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ეკონომიკურ ნაწილში მასშტაბური ცვლილებების შეტანას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი საპასუხო ზომებით იმუქრება, თუ კიევი დაიწყებს ევროკავშირთან შეთანხმების რეალიზაციას.

უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება 16 სექტემბერს განხორციელდა და 1 ნოემბრიდან შედის ძალაში. ამასთან, კიევს, ბრიუსელსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების შედეგად, ევროკავშირმა და უკრაინამ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედება 2015 წლის 31 დეკემბრამდე გადადეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა