"ისევე მიყვარს ჩემი მეუღლე, როგორც მიყვარდა...''

"ისევე მიყვარს ჩემი მეუღლე, როგორც მიყვარდა...''

ექიმ და ''პალიტრა TV''-ს გადაცემის წამყვან ლადო კახაძისთვის ტრადიციასთან ასოცირდება ყველა ის ძვირფასი და მნიშვნელოვანი ღირებულება, რაც ჩვენს ერს, ქვეყანას დასაბამიდან მოსდგამს, ეს იქნება ქართული ანბანი, ''ვეფხისტყაოსანი'', ცეკვა, მწერლობა, პოეზია თუ სხვა...

- ერთი ფილოსოფოსი ბრძანებს, კუჭის უპირატესობა ტვინთან შედარებით ისაა, რომ თუ კუჭს რამე არ მოეწონება, უკან იღებს, ტვინი კი ნებისმიერ მიწვდილ ინფორმაციას ინახავს. ჩვენი ტრადიციები ყველაფერს ინახავს, მაგრამ რომელს გამოიყენებ და როგორ, რამდენად სწორად, ეს უკვე ინდივიდზე, მემკვიდრეზეა დამოკიდებული, ვინც ამ ტრადიციების მოვლა-პატრონობა იკისრა.

- რომელი ტრადიციაა, თქვენი აზრით, დრომოჭმული?

- ცალსახად შემიძლია, დავასახელო ქელეხი. მე პანაშვიდებზე დავდივარ, დაკრძალვა თუ სამუშაო დღეს უწევს, არ მცალია, უამრავი პაციენტი მელოდება კლინიკაში, ზოგს გადაუდებლად სჭირდება დახმარება და ამიტომ ვერ ვახერხებ წასვლას. სამძიმრის თქმა, მატერიალური დახმარება, სულიერი, სიტყვიერი შეწევნა, ეკლესიაში ლოცვა, სანთლის დანთება მისაღებია, მაგრამ სუფრა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ – არა, გავაუკუღმართეთ ეს ტრადიცია და ამაში დამნაშავენი ჩვენ ვართ. მე ტრადიციაში კი არ ვხედავ დანაშაულს, არასწორ მიდგომაშია საქმე, მემკვიდრეებმა ვერ ვივარგეთ. ვყოფილვარ მეგობრის, ახლობლის ჭირის მაგიდის თამადა, ჩემზე უბედური კაცი არაა იმ ადამიანის გასტუმრების გამო და თან, დამეთანხმებით, რომ ასეთ ვითარებაში თითოეულ სიტყვას დიდი სიფრთხილით წარმოთქმა სჭირდება. მაგრამ ამ დროს რამდენიმე ადამიანის გარდა, თითქმის აღარ რჩება ამ სიტყვის გამგონი. სწორედ ამიტომ, სადაც მიმიწვდება ხმა, ყველგან ვამბობ, ქელეხში ნუ წავალთ-მეთქი, მე რომ არ წავალ, შენ რომ არ წახვალ, ჭირისუფალიც აღარ გააკეთებს. საკურთხი ძალიან ვიწრო წრისთვის უნდა იყოს განკუთვნილი, ან კიდევ ეკლესიაში უნდა ურიგდებოდეს უპოვრებს. ჩამოთვლილი მიზეზების გამო არ მიყვარს ეს ტრადიცია, თორემ, მაგალითად, ჯვრისწერა ძალიან მომწონს.

- ქორწილის ტრადიციაზე რას ფიქრობთ?

- მე და ჩემს მეუღლეს ქორწილი არ გადაგვიხდია, პატივი ვეცით უფროსი თაობის ძაძებში ყოფნას. სახლში, საახლობლო წრეში აღვნიშნეთ ოჯახის შექმნა. ძალიან მიყვარს ნიშნობის ცერემონია, ჯვრისწერა, ქორწილის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ აქაც პომპეზურობაა გამაღიზიანებელი, ''ჩანგალზე კაცი''ქორწილში არ უნდა მოდიოდეს. გარდა ამისა, მიყვარს რელიგიური დღე-სასწაულები, შობა, აღდგომა, ესაა ბმა ცასა და მიწას შორის.

- ბატონო ლადო, დღეს აქტიურად ლაპარაკობენ გენდერულ თანასწორობაზე...

- ''გენდერული ბალანსი''- უფრო მისაღებია, კაცი და ქალი თანასწორი ვერასდროს იქნებიან, ქალი ყველაფრით უფრო მაღლა დგას. ქალი არის სიყვარულის პირველწყარო, ემბრიონის, სიცოცხლის საბუდარი, ტკივილის მონელების, მსახურების ეტალონი. ასეთი მწვერვალების დამპყრობი ქალი, რო-გორ გინდა, დაბლა ჩამოიყვანო და კაცს გაუთანაბრო? ქალი კი არის აღმატებული, მაგრამ არ შეიძლება, კაცის საქმეს აკეთებდეს, ქალი არ უნდა იყოს მოიერიშე თვითმფრინავის პილოტი ან სამხედრო. თუ ქალს წვიმაში გარეთ არ დააყენებ, მოუფრთხილდები, საშიშროების ქვეშ არ მოუწევს ყოფნა, მაშინ აკეთოს ნებისმიერი საქმე, რაც მოსწონს.

- მართალია, ჩვენი რელიგია კრძალავს ქორწინებამდე წყვილის თანაცხოვრებას, მაგრამ რეალურად ხშირია მსგავსი ფაქტი.

- ამაზე პასუხს გაგცემთ, როგორც მამა და როგორც ბაბუა, თან, ამ საკითხს ჩემი მშობლებისა და ბებია-ბაბუის პრიზმის ქვეშ გავატარებ. ადამიანის თავისუფლება შეუზღუდავია, თავისუფლება თავადვე გვიწესებს ჩარჩოებს. თავისუფალ ადამიანს შეუძლია დაიცვას ან არ დაიცვას ტრადიციები. თუ ჩვენ ტრადიციებს პატივს ვცემთ და ოდნავ მაინც გვაქვს მოკრძალება ცად ახედვისა, მაშინ მეტი დაფიქრებითა და მორიდებით უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. თუ ქორწინებამდე თანაცხოვრება, მხოლოდ ლიბიდოს დონეზე, მხოლოდ ვნებით არ წყდება, მაშინ მისაღებია. თქვენ გგონიათ, ქორწინების რეგისტრაცია წყვეტს რამეს? ეს კი არაა მთავარი, არამედ იმ გრძნობის გაფრთხილება, ნდობა და ღვთისთვის შეთქმა, რომ წყვილი სიცოცხლის ბოლომდე და მას შემდეგაც ერთად იქნება, ესაა მთავარი, ამიტომ ეს ტრადიცია უნდა დავიცვათ, ჯვრის აყრა კი ძალიან დიდი ცოდვაა, ამიტომ დიდი დაფიქრებაა საჭირო.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია