მინისტრი ჟურნალისტს თავის შიშველ ფოტოებს უგზავნიდა

მინისტრი ჟურნალისტს თავის შიშველ ფოტოებს უგზავნიდა

ბრიტანელი მინისტრი ბრუქს ნიუმაკი, რომელიც ხუთი შვილის მამა და სამაგალითო მეოჯახეა, სკანდალში გაეხვა. როგორც გაირკვა, ნიუმაკი საკუთარ შიშველ ფოტოებს ჟურნალ "მირორის" ჟურნალისტს უგზავნიდა.

ჟურნალის თანამშრომელი 56 წლის ბრიტანელ კონსერვატორ პოლიტიკოსს "ტვიტერის" საშუალებით ეკონტაქტებოდა. ის პოლიტიკოსს გაეცნო, როგორც მიმზიდველი ქერათმიანი გოგონა სასელად სოფი.

პიკანტური ხასიათის მიმოწერა ჟურნალისტთან გასაჯაროვდა და სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა. როგორც მათი საუბრიდან ირკვევა, პოლიტიკოსი გოგონას დადებულ ფოტოებს იწერდა და თავისი ნებით, საკუთარ შიშველ სურათებს უგზავნიდა.

სკანდალური მიმოწერის გამოქვეყნების შემდეგ ბრუქს ნიუმარკი, რომელიც პარლამენტში 2005 წლიდან მუშაობს, საკუთარი სურვილით გადადგა. სიტუაციის შესახებ კომენტარის გაკეთებისას, ყოფილმა მინისტრმა თავის თავს ნამდვილი სულელი უწოდა, ბოდიში მოიხადა საკუთარი ქმედებების გამო და განაცხადა, რომ მას დრო ჭირდება ოჯახთან ერთად გასატარებლად.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს