ცნობილი ჰომოსექსუალი პოლიტიკოსები

ცნობილი ჰომოსექსუალი პოლიტიკოსები

გთავაზობთ ცნობილი პოლიტიკოსების სიას, რომლებმაც ღიად განაცხადეს თავიანთი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ.

ჰარვი მილკი

ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი, რომელიც 40 წლის ასაკში აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთო და ადამიანის უფლებებისთვის დაიწყო ბრძოლა. მილკმა პოპულარობა ფერადოვანი აქციებითა და ჰომოსექსუალების მხარდამჭერი გამონათქვამებით მოიპოვა. 1978 წელს მილკი მოკლეს, მას შემდეგ ის "ჰომოსექსუალთა უფლებებისთვის წამებულად" შერაცხეს. მილკის დაკრძალვა ქალაქის ცხოვრებაში უდიდეს მოვლენად იქცა: დაკრძალვის პროცესიაზე ფერადი დროშებით მისულ ადამიანთა ჯაჭვი რამდენიმე კვარტალზე გაიჭიმა. მილკის მკვლელობისთვის მის მკვლელს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მილკის მომხრეთა უმრავლესობა ამ სასჯელს ზედმეტად რბილად მიიჩნევდა. სასამართლოს ვერდიქტით გამოწვეული უკმაყოფილება მასობრივ არეულობებში გადაიზარდა, რომელიც ქალაქის ისტორიაში "თეთრი ღამის ჯანყის" სახელწოდებით შევიდა.

იოჰანა სიგურდარდოტირი

ისლანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. 2009 წლიდან 2013 წლამდე იგი ქვეყნის ხელისუფლების სათავეში იყო. იოჰანა პირველი პოლიტიკოსია, რომელიც ოფიციალურ ჰომოსექსუალურ ქორწინებაში იმყოფება. 2002 წელს, 60 წლის ასაკში სიგურდარდოტირმა მწერალ და ჟურნალისტ იონინა ლეოსდოტირთან დააკანონა საკუთარი ურთიერთობა.

კლაუს ვოვერაიტი

ბერლინის მერი - ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსი, რომელმაც ღიად განაცხადა საკუთარი ორიენტაციის შესახებ. 2001 წელს კლაუსმა საჯაროდ განაცხადა: "მე გეი ვარ და ეს კარგია!". 1993 წლიდან იმყოფება ურთიერთობაში ნეიროქირურგ იორნ კუბიცკისთან.

ელიო დი რუპო

ბელიგიის პრემიერ-მინისტრი და სოციალისტური პარტიის ლიდერი. საკუთარი ორიენტაციის შესახებ გაკეთებული კომენტარის შემდეგ მან ანონიმური წერილი მიიღო, რომელშიც რუპოს სიკვდილით ემუქრებოდნენ. ისლამისტების მიერ გაგზავნილ წერილში ნათქვამი იყო, რომ ბელგია მომავალში მუსლიმურ რესპუბლიკად იქცევა, სადაც ჰომოსექსუალების ადგილი არ არის.

ბერტრან დელანოე

2001 წლის მარტიდან - 2014 წლის აპრილამდე პარიზის მერის თანამდებობა ეკავა. 1998 წელს, ტელეინტერვიუს დროს ბერტრანმა ღიად განაცხადა ჰომოსექსუალური ორიენტაციის შესახებ. დელანოე აქტიურად არ არის ჩართული გეი-საზოგადოების ცხოვრებაში, თუმცა, იბრძვის ყველა სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ. 2002 წელს პოლიტიკოსს თავს დაესხა ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი შემდეგნაირად დაახასიათა: "ადამიანი, რომელსაც არ უყვარს პოლიტიკოსები და ჰომოსექსუალები".

ბენ ბრედშოუ

ბენჟამინ პიტერ ჯეიმს ბრედშოუ 1997 წლიდან დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრია ლეიბორისტული პარტიიდან. 2007 წელს მან ჯანდაცვის მინისტრის პოზიცია დაიკავა. იმყოფება კანონიერ ურთიერთობაში დიდი ხნის პარტნიორთან, ნილ დალგლეიშთან, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში BBC-ში მუშაობდა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს