"აისბერგთან შეჯახების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო" - უცნობი ფაქტები ტიტანიკის ტრაგედიის შესახებ

"აისბერგთან შეჯახების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო" - უცნობი ფაქტები ტიტანიკის ტრაგედიის შესახებ

ტიტანიკი, ოლიმპიკის კლასის ინგლისური ლაინერი, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში უდიდესი სამგზარო გემი იყო, 1912 წლის 14 აპრილს, 22:40-ზე აისბერგთან შეჯახების შემდეგ ჩაიძირა. გთავაზობთ რამდენიმე  უცნობ ფაქტს ამ დიდი ტრაგედიის შესახებ.

1. აისბერგთან შეჯახების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, კაპიტანს რომ 30 წამით ადრე მოებრუნებინა გემი.

2. ნავები ბოლომდე შევსებული არ ყოფილა, ამის გამო დარჩა ბევრი ხალხი გემზე და დაიხრჩო.

3. ტიტანიკი ერთადერთი გემია, რომელიც აისბერთან შეჯახების გამო ჩაიძირა.

4. გემის მთავარი მცხობელი ცივ წყალში გაიყინა, მაგრამ გადარჩა - მამაკაცი იმდენს სვამდა, რომ მის სისხლში ალკოჰოლის მაღალმა დონემ გადაარჩინა.

5. ტიტანიკთან ახლოს იმყოფებოდა კალიფორნიული გემი, რომელსაც შეეძლო მისი დახმარება და მგზავრების გადარჩენა, მაგრამ კავშირის შეფერხების გამო ეს შეუძლებელი გახდა.

6. აისბერგი, რომელსაც გემი შეეჯახა ჩვენ წელთაღრიცხვამდე 1000 წლის წინ გაჩნდა.

7. ფილმ "ტიტანიკის" ბიუჯეტი თავად გემის ბიუჯეტზე მეტი იყო.

8. გადარჩენილი მგზავრი, რომელიც იაპონელი იყო, სამშობლოში ლაჩრად აღიარეს, რადგან ის ცოცხალი დაბრუნდა თავის ქვეყანაში მაშინ, როდესაც სხვები დაიღუპნენ.

9. გახსოვთ ის სცენა ფილმ "ტიტანიკში" შეჯახების შემდეგ მუსიკოსები დაკვრას რომ განაგრძობენ, სანამ გემი იძირება? ეს რეალურად მოხდა. ისინი რამდენიმე საათის განმავლობასი უკრავდნენ, ვიდრე გემი ოკეანის ფსკერისკენ მიდიოდა.

10. მილტონ ჰერში - შოკოლადის ცნობილი ფირმის "ჰერშის" დირექტორი, ტიტანიკზე უნდა ყოფილიყო, მან ბილეთიც შეიძინა, მაგრამ საქმიანი შეხვედრის გამო გამგზავრება ვერ შეძლო.

მომზადებულია ofigenno.cc-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს