"ნეტავ რამდენი არიან საქართველოში ასეთი ბიჭები? - ორი ქართველი ბიჭის ემოციურმა ლექსმა ინტერნეტსივრცე დაიპყრო

"ნეტავ რამდენი არიან საქართველოში ასეთი ბიჭები? - ორი ქართველი ბიჭის ემოციურმა ლექსმა ინტერნეტსივრცე დაიპყრო

ემოციურმა ვიდეომ, რომელშიც ორი ახალგაზრდა პოეტი ლექსს კითხულობს, "ფეისბუქ-მომხმარებლებში" დიდი მოწონება დაიმსახურა. ვიდეო "ფეისბუქზე" ერთ-ერთ გვერდზე 1-ელ ოქტომბერს განთავსდა და ორ დღეში 10 ათასი მოწონება, 8 ათასი გაზიარება და 2 ათასი კომენტარი დააგროვა.

კომენტარებში ბიჭებს აქებენ და "ქართული გენის გადამრჩენელებს" უწოდებენ.

"ასეთი ახალგაზრდები სანამ ეყოლება ჩვენს ქვეყანას, საქართველოს გადაშენება არ უწერია"; "ნეტავ რამდენი არიან საქართველოში ასეთი ბიჭები?! ეგებ გვეშველოს!!!"; "სიხარულისგან ავტირდი... როგორ მინდა ბევრნი იყოთ, ძალიან ბევრნი... ასეთი კარგები, ნიჭიერები... თქვენ ქვეყანას ჭირდებით!!"; "ცრემლი და ჟრუანტელი ერთად წამომივიდა, გაიხარეთ და დიდი მადლობა", - წერენ კომენტარებში გულაჩუყებული "ფეისბუქ-მომხმარებლები".

ნახეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს