დათო გვასალიას გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

დათო გვასალიას გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

დათო გვასალიას გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" ოჯახის ახლობლებმა განუცხადეს, მამაკაცი, რომელიც გუშინ მეტროს სადგურ "300 არაგველის" ლიანდაგში ჩახტა, სწორედ 27 წლის დათო გვასალია იყო. მას მატარებელმა გადაუარა და გარდაიცვალა.

ტრაგედიის შემდეგ დათო გვასალიას დედამ, ლალი ცინცაძემაც თვითმკვლელობა სცადა და კლოფელინის დიდი დოზა დალია. ის ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული. ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს. ოთხი შვილის დედას, ლალი გვასალიას ორი ვაჟი დარჩა.

გვასალიების ოჯახში ტრაგედია პირველად ერთი წლის წინ მოხდა, როდესაც დათო გვასალიას დამ, 22 წლის ნინო გვასალიამ თავი მოიკლა. ის შარშან, 17 ოქტომბერს სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. სამართალდამცველები და მეგობრები მას თითქმის ერთი თვის განმავლობაში ეძებდნენ. სამართალდამცველებმა ნინო გვასალია 10 ნოემბერს მუხათწყაროს ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

ასევე წაიკითხეთ| ერთი წლის წინ გარდაცვლილი ნინო გვასალიას ძმამ თავი მოიკლა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია