ამერიკელმა მეცნიერებმა ხელოვნური პენისები გაზარდეს

ამერიკელმა მეცნიერებმა ხელოვნური პენისები გაზარდეს

ამერიკის რეგენერაციული მედიცინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ხელოვნური ფალოსები გაზარდეს. მათი თქმით, პენისების გაზრდა პაციენტის კანის უჯრედებიდანვე მოხდება, რათა ორგანიზმის მიერ უცხო სხეულთან შეგუებამ პრობლემები არ გამოიწვიოს, როგორც ეს სხვა ორგანოების გადანერგვის დროს ხდება. მეცნიერები ხელოვნურად გაზრდილი პენისების პირველ ტრანსპლანტაციას უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში გეგმავენ.

მეცნიერი ენტონი ატალა მსგავს ექსპერიმენტებს 2008 წელს კურდღლებზე ატარებდა. მისი თქმით, შედეგები იმედისმომცემად გამოიყურება.

"ექსპერიმენტების ადამიანებზე ჩასატარებლად საჭიროა თანხმობა. ჩვენ უნდა წარმოვადგინოთ ყველა მონაცემი, რომ ჩვენს მიერ შექმნილი "პროდუქტი" არ არის ტოქსიკური, უსაფრთხოა და ხარისხიანი. ასევე უნდა ავღწეროთ მთელი პროცესი", - განაცხადა პროფესორმა.

მომზადებულია www.topnews.ru-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს