მსოფლიოში ყველაზე უჩვეულო მომსახურების სერვისები

მსოფლიოში ყველაზე უჩვეულო მომსახურების სერვისები

კაპიტალიზმის ყველაზე დიდი ხიბლი იმაშია, რომ იგი მომსახურების და პროდუქციის საკმაოდ დიდ ასორტიმენტს გვთავაზობს. წარმოგიდგენთ მომსახურების სფეროს ყველაზე უჩვეულო სერვისების ჩამონათვალს.

"პატიების თხოვნის" იაპონური სააგენტო

პატიების თხოვნა ყოველთვის რთულია. რამდენიმე იაპონურმა კომპანიამ ჩათვალა, რომ ბაზარზე ისეთი ადამიანების ნაკლებობაა, რომლებიც თქვენს ნაცვლად ითხოვენ პატიებას. მომსახურების საფასური ტელეფონით დარეკვის შემთხვევაში 96 დოლარია, ხოლო ადგილზე მისვლის დროს 240 დოლარი.

პაპარაცის მომსახურება

ოდესმე გდომებიათ, თავი ნამდვილ ჰლივუდის ვარსკვლავად გეგრძნოთ? ახლა შეგიძლიათ ეს სურვლი 500 დოლარად დაიკმაყოფილოთ. კომპანია "Celeb 4 a Day" გთავაზობთ პაპარაცებისა და ფანების სერვისს. დაქირავებული ადამიანები კვალდაკვალ გამოგყვებიან და კივილით თქვენი თაყვანისმცემლების როლს შეასრულებენ, ხოლო პაპარაცები შეეცდებიან თქვენი ყოველი ნაბიჯი დააფიქსირონ. მომსახურება ჯერჯერობით მხოლოდ ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესსა და სან-ფრანცისკოშია ხელმისაწვდომი.

ბებია ქირით

ავსტრალიური კომპანია "ბებიები ქირით" გთავაზობთ ბებიებს, რომელთა დაქირავებაც საჭიროებისმებრ შეგიძლიათ. გადახდა საათობრივია.

მეგობარი ქირით

საიტი RentAFriend მზადაა დააკმაყოფილოს თქვენი საჭიროებანი პლატონური ურთიერთობის კუთხით. 2009 წლიდან კომპანია მსოფლიოში ყველა ადამიანს სთავაზობს მეგობრის დაქირავებას, რომელიც თქვენთან ერთად შეასრულებს რაიმე აქტივობებს. ქირის ღირებულება საათში 10 დოლარია.

ადამიანი, რომელიც თქვენს მაგივრად აარჩევს ბარს ან ღამის კლუბს

ალბათ,  ხშირად გქონიათ შემთხვევა, როდესაც ღამის კლუბში წასვლა გსურთ, მაგრამ არ იცით, რა სიტუაცია დაგხვდებათ იქ. ახლა ყველაფრის წინასწარ გათვლა Crowdmug iPhone სერვისით შეგიძლიათ. თუკი მოგინდებათ რომელიმე ბარში შესვლა, ადამიანი, რომელსაც აქვს ეს აპლიკაცია და იმყოფება სასურველ ადგილას, მოგაწვდით ინფორმაციას არსებული სიტუაციის შესახებ.

ადამიანის დაქირავება, რომელიც თქვენს ნაცვლად ჩადგება რიგში

რიგები ქალაქ ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. მხოლოდ 25 დოლარად, ხოლო შემდეგ, ნახევარ საათში 30 დოლარად, თქვენ შეგიძლიათ იქირაოთ ადამიანი, რომელიც ამ დამღლელ საქმიანობას თქვენს ნაცვლად შეასრულებს.

კომპანია თქვენს ნაცვლად მოწმენდს თქვენი ძაღლის ექსკრიმენტებს

თუკი ძაღლთან ერთად სეირნობის დროს, გეზარებათ მისი ექსკრიმენტების წმენდა, კომპანია DoodyCalls ამას თქვენს მაგივრად გააკეთებს. აღსანიშნავია, რომ ისინი ამ საქმიანობით 2000 წლიდან არიან დაკავებულნი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს